- 318
- 0
ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი, ლუკა ვაცლავიკი კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში IBSU-ს ეწვია. ორკვირიანი პროგრამის ფარგლებში, ლუკა ვაცლავიკმა IBSU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორებს წარუდგინა დისერტაცია სახელწოდებით “ეკონომიკა და კიბერუსაფრთხოება,” რომელსაც ხელმძღვანელობდა IBSU-ს მოწვეული ლექტორი, ირინა ფარცვანია. ლუკა ვაცლავიკის ვიზიტი IBSU-სა და ჩეხეთში ბრნოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთშეთანხმების ფარგლებში შედგა.
IBSU-ს „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფ. დალი ოსეფაშვილმა ბერლინში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მან კონფერენციაზე წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, სახელწოდებით – „სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო: ახალგაზრდების დამოკიდებულებები (საქართველოს მაგალითი)“.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი საფფეთ ბაირაქთუთანი შეუერთდა რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მოწვევას და განათლების მიმართულების პრორექტორთან, თამთა ცხოვრებაძესთან ერთად, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. აგვისტოს ომის დროს, IBSU-ს სამეთვალყურეო საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, მესუთ ბოზქირმა შვებულება შეწყვიტა, თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა და კონფლიქტის ზონიდან ათეულობით
მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების სისტემაში (webometrics) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოში კერძო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზეა. “ვებომეტრიქსის“ კვლევებით, ინფორმაციული ხელმისაწვდომობის რეიტინგში IBSU მე-5 ადგილს ფლობს, ხოლო სამეცნიერო ნაშრომების წარმატების (ყველაზე ხშირად ციტირებული ნაშრომები) მიხედვით მე-6 ადგილზეა. “webometrics”-ის კვლევები წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში ქვეყნდება და მოიცავს მსოფლიო მასშტაბით 31,000 ათასზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) უკონკურენტო, სრულიად ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ! გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან (აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონი) თანამშრომლობის შედეგად, IBSU გთავაზობთ სრულიად ახალ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას – “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” (Management with Computer Science). რა უპირატესობები გააჩნია აღნიშნულ პროგრამას: