- 29/06/2023
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 153
- 0
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა (მარიამ ბეჭავაია, გუგა ასლამაზიშვილი, გურამ მურღულია, დარეჯან ლიპარტელიანი, ბარბარა ხოხობაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, მარიამ ჯოხარიძე, ჯიჯი ხაბაზაშვილი, მერაბ ვახტანგაძე, ქეთი სეხნიაშვილი, თათია სირია, თაკო დოხნაძე), საგანმანათლებლო პროგრამის “ღონისძიებების მენეჯმენტი ტურიზმში” ფარგლებში, ფილმის ჩვენება მოაწყვეს.
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა (კესო ანთია, მედეა საცერაძე, სოფიო ქისტაური, გიორგი ღონღაძე, დიანა აკოპოვი), “ღონისძიებების მენეჯმენტი ტურიზმში” ფარგლებში, მოიწვიეს ტურისტული კომპანია ,ბოდიალა თრეველი • Bodiala Travel Agency’-ის დამფუძნებელი, მარიამ ახვლედიანი, რომელმაც სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
IBSU-ში სტუდენტური ჟურნალის ‘VITASCOPE’ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალში, რომელიც ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში დაარსდა, გამოქვეყნებულია სტატიები შემდეგ თემებზე: განათლება და ლინგვისტიკა, ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია, ისტორია და კულტურა, ფილოსოფია და ეთიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება, გარემოსდაცვითი კვლევები და მდგრადობა. პრეზენტაციის დასასრულს სტატიების ავტორებს და რედაქტორებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის არმაზის ხეობაში პიკნიკი გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” მომავალი მაგისტრანტებისთვის სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე გამართა. IBSU-ს სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს IBSU-ს სამაგისტრო პროგრამების მიზნები, ამოცანები და მიღების პროცედურები. IBSU გთავაზობთ შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს: მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი) მარკეტინგი (ინგლისურენოვანი) ფინანსები (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) აშშ-ის საგარეო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი) განათლების ადმინისტრირება (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი) ციფრული მედია და კომუნიკაცია (ქართულენოვანი) კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) შედარებითი კომერციული სამართალი (ქართულენოვანი)