- 24/06/2023
- By Guja
- In კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა
- 182
- 0
IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) – ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.
IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development(html5, css3) და 3D graphics (Blender) – ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონალურმა (AUF-ECO) დირექტორმა, მუჰამედ კეტატამ, კონკურსის „Idééthon – ინოვაციური ფრანგულენოვანი თამაში“ მონაწილე IBSU-ს სამ სტუდენტს, ელენე წულაიას (კონკურსის ფარგლებში ფრანგული ენის სასწავლო თამაშის შექმნის ავტორი), მარიამ ჩიხლაძესა და თაკო უტიაშვილს სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რამაც IBSU-ს სტუდენტებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა გამოევლინათ კრეატიულობა და განევითარებინათ უნარები
IBSU-ში შიდა მობილობის სარეგისტრაციო ვადა გამოცხადდა. განცხადების მიღების ვადა: 17 ივლისი – 25 აგვისტო. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქეთევან ნანობაშვილმა წარადგინა 2021-2023 წლის უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და SWOT ანალიზი. შეხვედრაზე, რომელსაც რექტორი ესწრებოდა, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მომავალ გეგმებზე. შეხვედრები ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.
საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ინიციატივით , IBSU-ს მესამე კურსის სტუდენტმა, BDC აკადემიის ლექტორმა, ვაკო ყორღანაშვილმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია ეფექტური ხერხებით სასურველი ტრენინგების და პროექტების მოძიების შესახებ.