- 267
- 0
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონალურმა (AUF-ECO) დირექტორმა, მუჰამედ კეტატამ, კონკურსის „Idééthon – ინოვაციური ფრანგულენოვანი თამაში“ მონაწილე IBSU-ს სამ სტუდენტს, ელენე წულაიას (კონკურსის ფარგლებში ფრანგული ენის სასწავლო თამაშის შექმნის ავტორი), მარიამ ჩიხლაძესა და თაკო უტიაშვილს სერტიფიკატები გადასცა. საზეიმო ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კონკურსი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა, რამაც IBSU-ს სტუდენტებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა გამოევლინათ კრეატიულობა და განევითარებინათ უნარები
IBSU-ში შიდა მობილობის სარეგისტრაციო ვადა გამოცხადდა. განცხადების მიღების ვადა: 17 ივლისი – 25 აგვისტო. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფაილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ქეთევან ნანობაშვილმა წარადგინა 2021-2023 წლის უნივერსიტეტის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და SWOT ანალიზი. შეხვედრაზე, რომელსაც რექტორი ესწრებოდა, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე და მომავალ გეგმებზე. შეხვედრები ეტაპობრივად მომავალშიც გაგრძელდება.
საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ინიციატივით , IBSU-ს მესამე კურსის სტუდენტმა, BDC აკადემიის ლექტორმა, ვაკო ყორღანაშვილმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია ეფექტური ხერხებით სასურველი ტრენინგების და პროექტების მოძიების შესახებ.
ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლამ (ISIE) შიდა ქართლის რეგიონში პროექტის „ახალგაზრდები ევროკავშირის გზაზე“ ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია ევროკავშირის შესახებ გამართა. სტუდენტები ესტუმრნენ კარალეთის N1 საჯარო სკოლას, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრს და ხაშურის N 7 საჯარო სკოლას. საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორია.
IBSU-მ უმასპინძლა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორს, კატრინ ზალჰერტს, ინფორმატიკისფაკულტეტის კოორდინატორს, მარიო ნოეგებაუერს და საერთაშორისო ოფისისხელმძღვანელს, ჯულიანე ტერპეს. გერმანელმა სტუმრებმა შეხვედრები გამართეს IBSU-ს რექტორთან, პრორექტორებთან, დეკანებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის და საერთაშორისო პროექტების და ინოვაციებისსამსახურის ხელმძღვანელებთან და სტუდენტებთან. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გერმანელი პროფესორების ვიზიტი უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმისფარგლებში შედგა, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივ საზაფხულო და ზამთრისსკოლებს, გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ კვლევებს. დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა