• დისკუსია სემესტრულ გაცვლით პროგრამებზე

    საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა გაცვლითი პროგრამების ორგზის მონაწილე IBSU-ს სტუდენტ მარიამ ბანეტიშვილთან, რომელიც სემესტრული გაცვლითი პროგრამით საფრანგეთისა და ესპანეთის უნივერსიტეტებში სწავლობდა. მარიამმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები გააცნო.

  • საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია IBSU-ში

    საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია IBSU-ში

    IBSU-ში რიგით მე-2 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელიც აერთიანებდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების აქტიური ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში და მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამომუშავება; ახალგაზრდა მეცნიერების და მკვლევარების ჩართულობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, კვლევითი უნარების განვითარება და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. კონფერენციის მონაწილეებს გახსნის ცერემონიალზე

  • IBSU-ს აზიის კულტურის კლუბმა ფარნების ფესტივალი გამართა

    IBSU-ს აზიის კულტურის კლუბმა ფარნების ფესტივალი გამართა

    IBSU-ს აზიის კულტურის კლუბმა ფარნების ფესტივალი გამართა. მრავალფეროვანი და სახალისო ფესტივალი მოიცავდა ვიქტორინას, ინდური ჰენას მასტერკლასს, თამაში გო-ს მასტერკლასს და ტურნირს, იაპონური და ჩინური ჩაის დეგუსტაციას, სათამაშო კუთხეებსა და აკუსტიკურ კონცერტს.

  • IBSU-მ შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გააფორმა

    IBSU-მ შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გააფორმა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანეთის შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ KA107-ის ხელშეკრულება გაფორმდა. IBSU და შუა ატლანტიკური უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ ერაზმუს+ -ის პროექტებს და უზრუნველყოფენ პერსონალისა და სტუდენტების მობილობის საკითხებს.

  • ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორი IBSU-ს ეწვია

    უნგრეთის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ჯინ ლო ბელო Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელი პროფესორი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ასევე, ლო ბელომ რამდენიმე ლექცია ჩაატარა IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო სტუდენტებისთვის.  

  • ტურიზმის პროგრამის სტუდენტები ველნეს კურორტ “ბიოლის” ესტუმრნენ

    ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია-ტური სამედიცინო გამაჯანსაღებელ კურორტზე “ბიოლი”, რომელიც კოჯორში მდებარეობს. სტუდენტებმა მოინახულეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სივრცე: ბიოლი ჰოლი, ბიოლი ლაუნჯი, პრემიუმ და გრანდ-პრემიუმ კოტეჯები. ველნეს ცენტრში დაათვალიერეს საპროცედურო ოთახები მრავალფეროვანი სერვისებისთვის. ასევე, შეხვდნენ ბიოლის ფიტოთერაპევტს, რომელიც სტუდენტებს მცენარეების და მათი ნაყენების სამკურნალო თვისებებზე ესაუბრა. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES