- 20/06/2023
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 137
- 0
საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტების ინიციატივით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა გაცვლითი პროგრამების ორგზის მონაწილე IBSU-ს სტუდენტ მარიამ ბანეტიშვილთან, რომელიც სემესტრული გაცვლითი პროგრამით საფრანგეთისა და ესპანეთის უნივერსიტეტებში სწავლობდა. მარიამმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო ეტაპები გააცნო.
IBSU-ში რიგით მე-2 საერთაშორისო მულტიდისციპლინური სტუდენტური კონფერენცია გაიმართა, რომელიც აერთიანებდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს. კონფერენციის მიზანი იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების აქტიური ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში და მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების გამომუშავება; ახალგაზრდა მეცნიერების და მკვლევარების ჩართულობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, კვლევითი უნარების განვითარება და კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. კონფერენციის მონაწილეებს გახსნის ცერემონიალზე
IBSU-ს აზიის კულტურის კლუბმა ფარნების ფესტივალი გამართა. მრავალფეროვანი და სახალისო ფესტივალი მოიცავდა ვიქტორინას, ინდური ჰენას მასტერკლასს, თამაში გო-ს მასტერკლასს და ტურნირს, იაპონური და ჩინური ჩაის დეგუსტაციას, სათამაშო კუთხეებსა და აკუსტიკურ კონცერტს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანეთის შუა ატლანტიკურ უნივერსიტეტს შორის Erasmus+ KA107-ის ხელშეკრულება გაფორმდა. IBSU და შუა ატლანტიკური უნივერსიტეტი ერთობლივად განახორციელებენ ერაზმუს+ -ის პროექტებს და უზრუნველყოფენ პერსონალისა და სტუდენტების მობილობის საკითხებს.
ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდა გასვლითი ლექცია-ტური სამედიცინო გამაჯანსაღებელ კურორტზე “ბიოლი”, რომელიც კოჯორში მდებარეობს. სტუდენტებმა მოინახულეს კურორტის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სივრცე: ბიოლი ჰოლი, ბიოლი ლაუნჯი, პრემიუმ და გრანდ-პრემიუმ კოტეჯები. ველნეს ცენტრში დაათვალიერეს საპროცედურო ოთახები მრავალფეროვანი სერვისებისთვის. ასევე, შეხვდნენ ბიოლის ფიტოთერაპევტს, რომელიც სტუდენტებს მცენარეების და მათი ნაყენების სამკურნალო თვისებებზე ესაუბრა. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის