- 261
- 0
Erasmus + ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის გაცვლითი პროგრამის (ICM) ფარგლებში, IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების და არქიტექტურის სკოლის დეკანი თეა თოდუა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან ნანობაშვილი პორტუგალიაში, ბრაგანსას პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ეწვივნენ. პროექტი მიზნად ისახავდა უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებას და სტუდენტური მობილობისა და ორმაგი ხარისხის შესაძლებლობის ხელშეწყობას. პროექტში 18 ქვეყნის 59 პროფესორ-მკვლევარი მონაწილეობდა.
უნგრეთის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის პროფესორი, მაია ჯინ ლო ბელო Erasmus + KA107 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, უნგრელი პროფესორი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის წარმომადგენლებს. ასევე, ლო ბელომ რამდენიმე ლექცია ჩაატარა IBSU-ს ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო სტუდენტებისთვის.
ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს სკოლას IBSU-ში მოგროვებული წიგნები გადასცეს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა და პედაგოგებმა. სასწავლო ექსპედიციას კურირებდა ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მოწვეული ლექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია, რომელმაც საგნების „ფოტოჟურნალისტიკისა“ და „სოციალური საკითხების“ სტუდენტები მაღალმთიანი რეგიონის პრობლემატიკის გასაცნობად წაიყვანა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ჩაწერეს აუდიო და ვიდეო ინტერვიუები, გადაიღეს ფოტოები და შეაგაროვეს მასალები სიუჟეტებისათვის. ვაჟა-ფშაველას
IBSU-ს ექვსი სტუდენტური კლუბის ორგანიზებით, IBSU-ში პირველი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი გამორჩეული იყო მრავალფეროვანი აქტივობებითა და მუსიკალური ნომრებით.
IBSU-ს სამართლის სტუდენტები, მანჩო გაჩეჩილაძე და ბაჩო დეკანოია “ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის 2023-ის” გამარჯვებულები არიან! იმიტირებულ პროცესში 12 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. წერილობით ეტაპი 8 გუნდმა გადალახა, ხოლო ფინალში 3 გადავიდა. ფინალში მსაჯები იყვნენ იურისტები: თამარ ხუბულური, ანა ხურციძე და ირაკლი კორძაია. გამარჯვებულ გუნდს გადაეცათ თასი, ფულადი და სიმბოლური საჩუქრები.