- 340
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) უკონკურენტო, სრულიად ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ! გერმანიის ქალაქ ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან და 4 პარტნიორ უნივერსიტეტთან (აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონი) თანამშრომლობის შედეგად, IBSU გთავაზობთ სრულიად ახალ, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას – “მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერება” (Management with Computer Science). რა უპირატესობები გააჩნია აღნიშნულ პროგრამას:
IBSU-ს რექტორის, საფფეთ ბაირაქთუთანის მიმართვა 2023 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოზე. “პატივცემულო მმართველი საბჭოსა და სკოლის წევრებო, საპატიო სტუმრებო, ძვირფასო მეგობრებო და 2023 წლის გამორჩეულ კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრებო, ჩემი პრივილეგიაა, ვიდგე თქვენს წინაშე და უნივერსიტეტის სახელით სიტყვით მოგმართოთ. IBSU-ს კურსდამთავრებულები ჩვენი ქვეყნის პატრიოტები არიან, რომლებსაც მიღებული ცოდნით და მრავალფეროვანი უნარებით რუბიკონების გადალახვა შეუძლიათ. IBSU-ს კურსდამთავრებულები პრობლემების გადაჭრის პროცესებში აქტიურ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელებმა 2023 წლის 350 კურსდამთავრებულს სამახსოვრო სიგელები გადასცეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა და ბაკალავრიატის საფეხურის წარმატებით დასრულება მიულოცა. რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კურსდამთავრებულებსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. “IBSU-ში გატარებულმა წლებმა და პროფესორების დაუღალავმა შრომამ თქვენს კარიერას საფუძველი ჩაუყარეს და ცხოვრებისეული თავგადასავლებისთვის საჭირო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი“, სადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურა იქნა წარმოდგენილი. საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალი ეძღვნება პირველი ქართული სამეცნიერო ნაბეჭდი წიგნის – მარიო მაჯიოს „ქართული ენის გრამატიკის“ – გამოცემის 380-ე და თბილისში ვახტანგ მეექვსის მიერ სტამბის დაარსების 315-ე წლისთავს.
IBSU-ში საქართველოში არქიტექტურის პირველი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთა ნაშრომების დაცვა გაიმართა. არქიტექტურის უნიკალური პროგრამა, რომელიც ევროპის წარმატებული არქიტექტურული სკოლების მაგალითზეა აგებული, თორმეტმა სტუდენტმა დაამთავრა, მათ შორის ცხრა საერთაშორისო სტუდენტია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროგრამაში გათვალისწინებულია ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორებისა და პოტენციური დამსაქმებლების რეკომენდაციებიც.