• საჯარო ლექცია – “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები“

    საჯარო ლექცია – “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები“

    ბიზნესის სკოლის ფინანსების პროგრამის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “ფინანსური სტაბილურობა და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები,” რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ანალიზის განყოფილების უფროსი, ალექსანდრე ერგეშიძე. ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ეროვნული ბანკის საქმიანობის, ფუნქციებისა და მიზნების შესახებ; როგორ აანალიზებს ეროვნული ბანკი ფინანსური სფეროს და საბანკო სექტორის სტაბილურობას და რა ინსტრუმენტებს იყენებს ამ

  • IBSU-ს პირველკურსელთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ეწვია

    IBSU-ს პირველკურსელთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ეწვია. სტუდენტებმა მოინახულეს პარლამენტის სასახლე, პარლამენტის სხდომათა დარბაზი და ქართული პარლამენტის მუზეუმი, გაეცნენ პარლამენტის მუშაობის ფორმებსა და წესებს. ვიზიტის ორგანიზატორი იყო სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ბ-ნი ზურაბ ჯიბღაშვილი.

  • IBSU-მ IDFI-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

    საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის წარმომადგენლებთან. თეონა ტურაშვილმა და გოგა თუშარაშვილმა ჩაატარეს ლექცია თემაზე “საჯარო სექტორის ღიაობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.”

  • ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი პროექტში “Life Beyond Tourism Movement” ჩაერთო

    IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო მობილობის სქემის ფარგლებში ინიცირებულ პროექტში სახელწოდებით “Life Beyond Tourism Movement,” რომელსაც ფლორენციამ უმასპინძლა. პროექტის ორგანიზატორი იყო Eurochambres, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.

  • საჯარო ლექცია – “ეროვნული დაზვერვა და უსაფრთხოება”

    IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტთა ორგანიზებით, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა და თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შურღულაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ეროვნული დაზვერვა და უსაფრთხოება.” სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა ეროვნული დაზვერვის სპეციფიკაზე, მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი ქვეყნის არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს.

  • საჯარო ლექცია – “ERASMUS+ შესაძლებლობები”

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა გიორგი აგირბაია, საჯარო მმართველობის დოქტორი, ProActive Group Georgia დამფუძნებელი და Erasmus+ ახალგაზრდული პროექტების ორგანიზატორი. სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის ეფექტურ გზებზე, რაც სტუდენტებს საერთაშორისო პროექტებზე წვდომას გაუადვილებს.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES