- 08/06/2023
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 126
- 0
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის მესამე კურსის სტუდენტების, ნონა ქიმერიძისა და ელენე მაისურაძის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის წარმომადგენლებთან. თეონა ტურაშვილმა და გოგა თუშარაშვილმა ჩაატარეს ლექცია თემაზე “საჯარო სექტორის ღიაობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.”
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ეკა დევიძემ მონაწილეობა მიიღო მობილობის სქემის ფარგლებში ინიცირებულ პროექტში სახელწოდებით “Life Beyond Tourism Movement,” რომელსაც ფლორენციამ უმასპინძლა. პროექტის ორგანიზატორი იყო Eurochambres, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტთა ორგანიზებით, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა და თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა თორნიკე შურღულაიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ეროვნული დაზვერვა და უსაფრთხოება.” სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა ეროვნული დაზვერვის სპეციფიკაზე, მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩვენი ქვეყნის არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა გიორგი აგირბაია, საჯარო მმართველობის დოქტორი, ProActive Group Georgia დამფუძნებელი და Erasmus+ ახალგაზრდული პროექტების ორგანიზატორი. სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის ეფექტურ გზებზე, რაც სტუდენტებს საერთაშორისო პროექტებზე წვდომას გაუადვილებს.
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი – “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა. სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტურ აქტივობებს.
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი – “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა. სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობები და სტუდენტური აქტივობები.