- 07/03/2025
- By მარიკა
- In სიახლეები, მედიცინის სკოლა
- 325
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში რეზიდენტურის გამოცდების ჩაბარებას შეძლებენ. IBSU-ს მედიცინის სკოლას წარმატებით მიენიჭა მედიცინის უცხოელ კურსდამთავრებულთა განათლების კომისიის (ECFMG) სერტიფიცირება. (იხ. ბმული: https://shorturl.at/Fcja1) IBSU-ს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამამ აკრედიტაცია 2024 წელს მიიღო. პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების მიცემას, რომელიც შესაბამისობაში იქნება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სტარტაპ Helio AI-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Helio AI არის პირველი ციფრული AI რეკრუტინგის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს აპლიკანტების მართვის სისტემას (ATS), ადგილობრივ ენაზე მორგებულ AI-ს და გეიმიფიცირებულ (Gamified) პიროვნების ტესტს. Helio-მ უკვე მოიზიდა 1,000,000 ლარამდე ინვესტიცია. ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციების, მეწარმეობისა და ტექნოლოგიური განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის გაძლიერებას საუნივერსიტეტო სივრცეში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტი თამარ უმეკაშვილი Erasmus+ პროექტის ფარგლებში ერთ სემესტრს პორტუგალიაში, ევროპის ბიზნეს სკოლაში ატარებს. “პორტოში, ევროპის ბიზნეს სკოლაში (ISAG) ვსწავლობ მენეჯმენტს. როგორც IBSU-ს ეკონომიკის სტუდენტი, აღნიშნულმა გაცვლითმა პროგრამამ ახალი აკადემიური პერსპექტივები დამანახა. Erasmus+-მა საშუალება მომცა გამეცნო შთამაგონებელი ადამიანები და მესწავლა ინოვაციური მიდგომები. IBSU-ს წვლილი აკადემიური მომზადების კუთხით გადამწყვეტი იყო. საერთაშორისო
IBSU-ს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრმა წარმატებით უმასპინძლა პანელურ დისკუსიას “Startup Future: From Zero to Hero”, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეხვდნენ სტარტაპ სფეროს წამყვან ლიდერებს. სპიკერები: იაკო ჯიქია – სტარტაპ Helio AI-ს დამფუძნებელი და CEO მედეა ჯანჯღავა – Future Laboratory-ის მმართველი დირექტორი ნიკა ნათენაძე – ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია: სტარტაპის შექმნა
ცნობილი გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადებული პირველი შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები. შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მიზანია უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარება და პროდუქტიულობის გაზრდა, აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, წახალისება და მხარდაჭერა. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საგრანტო განაცხადების შემოტანა შესაძლებელი იყო ღია წესით გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც იმართება წელიწადში ორჯერ. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა არაერთი საპროექტო განაცხადი,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გამართა. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატებთან დაკავშირებული თეორიული საკითხები, ითამაშეს საცდელი რაუნდი და ჩაერთნენ საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავდა ორ სადებატო რაუნდს. უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა განივითარეს კრიტიკული და სხარტი აზროვნება, აქტიური მოსმენის უნარი, შეისწავლეს არგუმენტის სწორად ფორმირება, მისი მაგალითებით გამყარება და ჯანსაღი