- 01/12/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In საერთაშორისო ურთიერთობები, სიახლეები
- 881
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა და მერსებურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტმა (Hochschule Merseburg University of Applied Sciences) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მერსებურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიის ქალაქ მერსებურგში, ცნობილია აკადემიური ხარისხის, პრაქტიკულ სწავლებასა და ინდუსტრიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული მიდგომით. უნივერსიტეტი სთავაზობს ფართო საგანმანათლებლო პროგრამებს ინჟინერიის, სოციალური მუშაობის, ბიზნესის ადმინისტრირების, კულტუროლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროებში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გლობალურ აქსელერატორ Rainmaking თან, რომელიც GITA დაფინანსებით საქართველოში ახორციელებს „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამას“. Rainmaking აღიარებულია, როგორც ინოვაციებისა და სტარტაპების მხარდამჭერი მსოფლიო ლიდერი, რომელიც მუშაობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორიცაა Facebook (Meta), LEGO Group, IKEA, Visa, HSBC, Siemens. Rainmaking მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოში წარმატებით ახორციელებს

2026 ზამთრის სკოლა მოიცავს მრავალფეროვან სოციალური აქტივობების პროგრამას, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ორივე ქალაქის თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა აღმოაჩინონ სწავლის პარალელურად. კურსები: ციფრული მარკეტინგი; ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები; საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიო პოლიტიკა; გენეტიკა და სამედიცინო ბიოტექნოლოგია; ანატოლიის ხელოვნება, ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა; 17 იანვარი, შაბათი (ჩასვლა ანტალიაში) – 8 თებერვალი, შაბათი (გამგზავრება სტამბოლიდან); პროგრამის

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლის მთავარი ტექ-ღონისძიების, Touch Summit 25-ის ქომუნითი პარტნიორია! 5-6 დეკემბერს, ტექნოლოგიური სამიტი TOUCH25 ტრადიციულად ბრუნდება და კიდევ ერთხელ გადაიქცევა რეგიონის ტექნოლოგიური ინოვაციების, კრეატიულობისა და განათლების ცენტრად. სამიტი მოიცავს keynote-სესიებს, ვორქშოფებს, Startup Expo-ს, Pitch Competition და აერთიანებს 1000+ დელეგატს. IBSU, როგორც განათლების სფეროს წარმომადგენელი და რეგიონული ინოვაციების მხარდამჭერი უმაღლესი სასწავლებელი, სიამაყით უერთდება

IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც უძღვებოდა AUF-ის წარმომადგენელი თამარ ღარიბაშვილი. თამარ ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მისიისა და აქტივობების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ფრენგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და აკადემიურ და კულტურულ გაცვლით პროგრამებს ფრანკოფონიის ინსტიტუტებსა და სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის.
