
ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საპილოტე პროექტში – „თქვენი ხმა კრიზისში: ჰუმანიტარული კომუნიკაციის გაძლიერება საქართველოში“. პროექტის პირველ ეტაპზე, ჩაქვში გამართულ სპეციალურ ტრენინგზე, მედია სკოლის სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა კრიზისის კომუნიკაციის მართვაში – ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტის ზონების, ხანძრისა და სხვა კრიზისული სიტუაციების დროს ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში. ტრენინგის ფარგლებში სტუდენტები

12 დეკემბერს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ ორმაგი დიპლომის სამაგისტრო პროგრამის „მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ პირველი კურსდამთავრებულების გამოშვება და დასკვნითი ნაშრომების საჯარო დაცვა აღნიშნა. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდა საერთაშორისო კომისიის მონაწილეობით, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც IBSU-ს, ასევე გერმანიის ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის (University of Applied Sciences Zwickau) პროფესორ-მასწავლებლები. დაცვის პროცესს

IBSU-ს სტუდენტებმა GITA-ს საგრანტო კონკურსში „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ 25 000 ლარის დაფინანსება მოიგეს. IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებმა – ნოდარი მენთეშაშვილმა, გიორგი მათიაშვილმა და ალექსანდრე ქიტუაშვილმა – თავიანთი ინოვაციური სტარტაპით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს და 25 000 ლარის დაფინანსება მოიპოვეს. მათი სტარტაპი „მემამულე“ წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აგრონომს,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები – საბა ელიბაშვილი და საბა გულბათაშვილი, რომელიც ამჟამად პორტუგალიაში Erasmus+ პროგრამით სწავლობს, JACAFA Scholarship-ის ორწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულად დასახელდნენ. საბა ელიბაშვილი დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიალს ბაქოში დაესწრო, სადაც მონაწილეებს კულტურული დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ. საბა ელიბაშვილი ინგლისურენოვანი საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი და 2025 წლის სტიპენდიანტია. “ვიყავი JACAFA-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ბაქოში,

გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად IBSU-სა და ცვიკაუს გამოყენებითი უნივერსიტეტის ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის – მენეჯმენტი და ინფორმაციული ტექნოლოგიები – სტუდენტი ნიკოლოზ ქველიძე, რუბრიკაში #ჩემიუნივერსიტეტი. “უკვე ერთი თვეა, რაც ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში ვსწავლობ მენეჯმენტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე. უცხო ქვეყანაში სწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა ამავე დროს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო და პრაქტიკულ ვორქშოპი თემაზე – „დამოკიდებულება – არსი და პრევენცია“. ვორქშოპს ხელმძღვანელობდა ფსიქოთერაპევტი და სარეაბილიტაციო ცენტრის “ნებას” დამფუძნებელი – თამაზ ტუღუში. სესიის განმავლობაში სტუდენტებმა განიხილეს, როგორ მუშაობს დამოკიდებულება ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო: ადიქციის ძირითადი მექანიზმებს; რისკ-ფაქტორებს; ახალგაზრდებისა და მოზრდილებისთვის მნიშვნელოვან პრევენციულ სტრატეგიებს; მონაწილეებმა მიიღეს