- 06/06/2023
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 129
- 0
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე და მოწვეული ნინო დევიძე, სასწავლო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა, ელენა პირანიმ IBSU-ს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის კამპუსი და ლაბორატორიები გააცნო. უახლოეს მომავალში IBSU და ფლორენციის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რაც IBSU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შანსს მისცემს.
IBSU-მ გაზაფხულის სეზონის ბოლო კამპუს ტურზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის აბიტურიენტებს უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ვრცლად: 1tv.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია ჩატარდა. ვრცლად: www.interpressnews.ge
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პირველი კურსის სტუდენტები, სამართალმცოდნეობის ლექტორის, ვეფხვია გრიგალაშვილის ინიციატივით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ესტუმრნენ. IBSU-ს სტუდენტები დაესწრნენ როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესებს. ვიზიტი მიზნად ისახავდა სტუდენტების თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განმტკიცებას.
IBSU- სტუდენტური თვითმმართველობის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დელეგატის, ვერიკო სირიასა და სტუდენტთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით, IBSU-ში გაიმართა ფილმების ჩვენება და დისკუსია – Black Mirror: Man against Fire. დისკუსიას უძღვებოდა პროფესორი უშანგი ბახტაძე, ოქსფორდის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის მეცნიერების მაგისტრი და სისხლის სამართლის დოქტორი.