- 06/06/2023
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 140
- 0
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე ფლორენციაში გამართულ სიმპოზიუმს დაესწრო, რომელიც მიეძღვნა თემას “კულტურული მარშრუტები, როგორც ტერიტორიასთან, გარემოსთან და თემებთან დიალოგის რესურსი.“
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე, მოწვეული ლექტორები ციცი ჯანგიძე და ნინო დევიძე, ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ფლორენციაში გამართულ ჰიბრიდულ კონფერენციას დაესწრნენ თემაზე „გონება-სხეულისა და მენტალური ჯანმრთელობის ინტეგრაცია.“
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე და მოწვეული ნინო დევიძე, სასწავლო ვიზიტით ფლორენციის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის სკოლას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ფლორენციის უნივერსიტეტის პროფესორმა, ელენა პირანიმ IBSU-ს წარმომადგენლებს უნივერსიტეტის კამპუსი და ლაბორატორიები გააცნო. უახლოეს მომავალში IBSU და ფლორენციის უნივერსიტეტი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რაც IBSU-ს ტურიზმის პროგრამის სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შანსს მისცემს.
IBSU-მ გაზაფხულის სეზონის ბოლო კამპუს ტურზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის აბიტურიენტებს უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ვრცლად: 1tv.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხებზე მე-13 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია ჩატარდა. ვრცლად: www.interpressnews.ge