- 29/05/2023
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 148
- 0
IBSU-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მამკოდაში პიკნიკზე უმასპინძლა. მომდევნო კვირების განმავლობაში, IBSU-ს დანარჩენი სკოლის სტუდენტებისთვისაც მოეწყობა მსგავსი პიკნიკები.
Devexperts-ის ტრენერმა და Front-End Developer-მა, ოლეგ ჩერვონცევმა IBSU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე “გახდი Front-End Developer: უნარები, ტრენდები, და გზა კარიერისკენ.” ტრენერმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროს თავისებურებები.
IBSU-ს სამართლის მესამე კურსის სტუდენტები, სისხლის საპროცესო სამართლის სალექციო კურსის ფარგლებში, პროფესორ ბესიკ მეურმიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა, პირადად შეხვედროდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, რომელმაც სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. სასამართლოში ვიზიტი სასწავლო კურსში პრაქტიკული ელემენტების დანერგვას ემსახურება.
IBSU-ს საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, პროექტის “სტაჟირების ხელშეწყობა” ფარგლებში, IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “Flow & Dream Job ანუ როგორ ვიპოვოთ მუღამიანი სამსახური.” საჯარო ლექციას უძღვებოდნენ ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტის კონსულტანტი და ფსიქოთერაპევტი, Talent Flow-ს დამფუძნებელი, და ნანა ყუფუნია, HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი, Mega Consulting-ის დამფუძნებელი, და IBSU-ს მოწვეული ლექტორი.

სისხლის ცენტრისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, IBSU-ში სისხლის უანგარო დონაციის აქცია მეორედ ჩატარდა, რომელშიც უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით 20-მდე ჰოსპიტალს გადაეცემა. სისხლის ცენტრი და IBSU მადლობას უხდის თანამშრომლებსა და სტუდენტებს აქციაში აქტიური ჩართულობისთვის.