- 07/06/2023
- By Guja
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 145
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ERASMUS+ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა გიორგი აგირბაია, საჯარო მმართველობის დოქტორი, ProActive Group Georgia დამფუძნებელი და Erasmus+ ახალგაზრდული პროექტების ორგანიზატორი. სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობის ეფექტურ გზებზე, რაც სტუდენტებს საერთაშორისო პროექტებზე წვდომას გაუადვილებს.
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი – “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა. სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტურ აქტივობებს.
საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტების, მარიამ ცუხიშვილის, მარიამ გულიაშვილისა და ნინო ხუბიეროვის მიერ ორგანიზებული პროექტი – “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” წარმატებით დასრულდა. სტუდენტები შეხვდნენ დუშეთისა და საჩხერის რეგიონის სკოლებში 200-მდე მოსწავლეს და გააცნეს IBSU-ს საბაკალავრო პროგრამები, დაფინანსების შესაძლებლობები და სტუდენტური აქტივობები.
IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის “დასაქმების ფორუმი 2023” გაიმართა, რომელსაც 30-მდე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. ფორუმის მონაწილე კურსდამთავრებულები და სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და გაეცნენ შემოთავაზებულ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობს ონლაინ პროექტში „ამბის თხრობა კულტურული მემკვიდრეობის გაძლიერებისთვის.“ პროექტის მიზანია საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გამოკვლევა, სადაც აქცენტირებული იქნება მათი ეკონომიკური პოტენციალი.
IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკა დევიძე ფლორენციაში გამართულ სიმპოზიუმს დაესწრო, რომელიც მიეძღვნა თემას “კულტურული მარშრუტები, როგორც ტერიტორიასთან, გარემოსთან და თემებთან დიალოგის რესურსი.“