- 19/05/2023
- By მარიკა
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 155
- 0
IBSU-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე “რელიგიის გავლენა პოლიტიკურ აქტორებზე”, რომელსაც უძღვებოდა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის უფროსის ყოფილი მოადგილე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი. ინტერაქტიურ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო კავკასიის რეგიონის რელიგიურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და ჩვენი ქვეყნის უახლესი მოვლენების ანალიზს. შეხვედრას ესწრებოდნენ IBSU-ს სტუდენტები და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის კოორდინატორი თამარ კაკუტია.

საუდის არაბეთის საელჩოს პირველი მდივანი, საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აჰმად ასირი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. საელჩოს წარმომადგენელი IBSU-ს პროგრამებს გაეცნო და კამპუსი დაათვალიერა. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და ასევე IBSU-ს ინგლისურენოვანი პროგრამებით საუდის არაბეთის სტუდენტების დაინტერესებაზე.
IBSU-ს პროექტმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში გაიმარჯვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, IBSU მომავალ სასწავლო წელს უმასპინძლებს ფრანგულენოვან სტაჟიორს უნივერსიტეტში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით. საქართველოდან ორმა პროექტმა გაიმარჯვა. IBSU პროექტს ჯიპასთან ერთად განახორციელებს.
ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს მოწვეული ლექტორი ლაშა ქავთარაძე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს ეწვია და წაიკითხა ლექცია სახელწოდებით ” საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოსთან და რუსეთ-უკრაინის გავლენა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.