• შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები

    შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები

    ცნობილი გახდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადებული პირველი შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები. შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი გრანტების მიზანია უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარება და პროდუქტიულობის გაზრდა, აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირება, წახალისება და მხარდაჭერა. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების საგრანტო განაცხადების შემოტანა შესაძლებელი იყო ღია წესით გამოცხადებულ კონკურსზე, რომელიც იმართება წელიწადში ორჯერ. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა არაერთი საპროექტო განაცხადი,

  • IBSU-ში მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გაიმართა

    IBSU-ში მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გაიმართა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მოსწავლეებისთვის დებატების ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური გამართა. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს დებატებთან დაკავშირებული თეორიული საკითხები, ითამაშეს საცდელი რაუნდი და ჩაერთნენ საკონკურსო ნაწილში, რომელიც მოიცავდა ორ სადებატო რაუნდს. უფასო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა განივითარეს კრიტიკული და სხარტი აზროვნება, აქტიური მოსმენის უნარი, შეისწავლეს არგუმენტის სწორად ფორმირება, მისი მაგალითებით გამყარება და ჯანსაღი

  • საინფორმაციო სესია გაცვლითი მობილობის შესახებ

    საინფორმაციო სესია გაცვლითი მობილობის შესახებ

    საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ საინფორმაციო სესიას უმასპინძლა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, საზაფხულო სკოლებზე, პარტნიორ უნივერსიტეტებზე და გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ, ხოლო სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითზე იმყოფებოდნენ, აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

  • საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

    საორიენტაციო შეხვედრა საერთაშორისო სტუდენტებთან

    საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის საორიენტაციო შეხვედრას უმასპინძლა. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის დროს ისაუბრეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, სადაც ხაზი გაესვა პროგრამებს, რესურსებსა და აქტივობებს. შეხვედრა ასევე გაიმართა ონლაინ რეჟიმშიც.  

  • #GlobalUGRAD: ნინო სისაური | სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტი

    #GlobalUGRAD: ნინო სისაური | სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტი

    IBSU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ნინო სისაურმა Global UGRAD-ის გაცვლით პროგრამაში გაიმარჯვა და შემოდგომის სემესტრი ამერიკაში, სამხრეთ დაკოტას უნივერსიტეტში გაატარა. “წარმოუდგენლად მადლიერი ვარ ამ შესაძლებლობის, რომელმაც განმავითარა და დიდი გამოცდილება შემძინა. გავიზარდე როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად. შევიძინე უამრავი მეგობარი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ღირებული ცოდნა, რომელმაც საშუალება მომცა საკუთარი თავი სასურველ პროფესიაში დამენახა. სამხრეთ დაკოტას

  • საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

    საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადის საბოლოო შედეგები

    ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადის საბოლოო შედეგები და გამარჯვებულ მოსწავლეთა სია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე: 5-8 კლასები 9-10 კლასები 11-12 კლასები გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომების მისაღებად უნდა მობრძანდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე მათთვის სასურველ ნებისმიერ დროს ამ განცხადების გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ (უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N101).

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES