- 103
- 0
IBSU-ს ლექტორმა ნატო ფაჩუაშვილმა ვორქშოფი ჩაატარა თემაზე “გადადი ონლაინ: ინტერაქციის გაძლიერება ციფრული საშუალებების გამოყენებით.” ვორქშოპის მონაწილეები გაეცნენ ციფრულ მოწყობილობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ძლიერი ინტერაქციული გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. ნატო ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლებისთვის საჭირო ინტერაქციული ციფრული სასწავლო რესურსების მნიშვნელობაზე.
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, IBSU-ს ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, ავთანდილ ზარნაძემ და მარიამ ბიბილაშვილმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აშშ საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც მედია ატაშე ჯონ ფერი უძღვებოდა. დისკუსია წარიმართა ამერიკელი ავტორის, მეთ ტაიბის ბესტსელერის „სიძულვილი: რატომ ახერხებს დღევანდელი მედია გვძულდეს ერთმანეთი“ ირგვლივ. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი
IBSU თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს გილოცავთ! ამ დღესთან დაკავშირებით, IBSU რადიომ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა განაახლა. დღეიდან სტუდენტური რადიო 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. დღის 1-დან 2 საათამდე ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტები პირდაპირ ეთერში მსმენელს შესთავაზებენ ახალ ამბებს გადაცემაში IBSU ნიუსი, ასევე, დღის სტუმართან ერთად განიხილავენ აქტუალურ საკითხებს. IBSU რადიო მაუწყებლობს ონლაინ IBSU მედიაცენტრის ვებგვერდზე: https://media.ibsu.edu.ge/ რადიო 2019
IBSU-მ ერასმუს + პროექტის ფარგლებში პოლონიის უნივერსიტეტის დოქტორს, ჯასეკ ვიატროვსკის უმასპინძლა. მოწვეულმა სტუმარმა სამართლისა და საჯარო ადმინისტრირების სტუდენტებისათვის ლექცია ჩაატარა თემაზე “დაცვის უფლების კონსტიტუციური პრინციპი და მისი განხორციელება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით.”
IBSU-ს პროექტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი, მიზანად ისახავს IX, X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები. პროექტი, რომელიც მეორედ ხორციელდება, სკოლის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს: არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი)