- 172
- 0
IBSU-ს პროექტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი, მიზანად ისახავს IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური სტუდენტები. პროექტი, რომელიც მეორედ ხორციელდება, სკოლის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს: არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი)
კრეატიული სააგენტო IVAKNOWS-ის დირექტორმა, სალომე ივანიაძემ IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:“რა არის ციფრული მარკეტინგი, როგორ შეიძლება დასაქმდე ციფრული პროფესიებით.” ლექცია შეეხებოდა მარკეტინგში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. სალომემ სტუდენტებს გააცნო ციფრული მარკეტინგის ხელოვნება და მისი პრაქტიკული გამოყენების გზები.

ინგლისური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, IBSU-ს ენების კლუბმა, Lingo Quest-მა მორიგი შემეცნებით-გასართობით თამაში Lingodyssey ჩაატარა, რომელშიც IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ლექტორებიც ჩაერთნენ. თამაშის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ კრეატიულად წარმოეჩინათ თავიანთი ცოდნა ინგლისური ენის თავისებურებების შესახებ. გამარჯვებული სტუდენტებითა და ლექტორებით დაკომპლექტებული გუნდები, ფინალურ რაუნდში ბიბლუსისა და ბაკურ სულაკაურის სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.
IBSU-მ მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. უნივერსიტეტის მარკეტერებმა კი აბიტურიენტებს IBSU-ს კამპუსი დაათვალიერებინეს.