- 312
- 0
IBSU-ს საერთაშორისო პროექტების და ინოვაციების სამსახურის შუამდგომლობით, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების აკადემიური პერსონალი და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები HORIZON EUROPE – ის მიერ დაფინანსებულ სამწლიან საერთაშორისო პროექტში ჩაერთნენ. მათ შორის არის ბარბარე ტეფნაძე, კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, რომელიც აგრძელებს IBSU-თან თანამშრომლობას და მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებასაც გეგმავს. ბარბარე ტეფნაძემ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა: “ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნური ინტელექტის (AI)
IBSU-მ უცხოელ სტუდენტებს ვახშამზე უმასპინძლა, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. სტუდენტებმა ერთმანეთს საქართველოში ცხოვრების გამოცდილება გაუზიარეს. რამდენიმემ ნაციონალური კერძიც მოამზადა. ვახშმის შემდეგ სტუდენტებმა Kahoot-ი ითამაშეს და საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ კითხვებს უპასუხეს.
IBSU-მ საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის მიერ ორგანიზებულ Street Art მასტერკლასსა და პრაქტიკულ ვორქშოპს უმასპინძლა. ფედერაციის წევრებმა ვრცლად ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ქუჩის ხელოვნების ისტორიაზე, ფერთა თეორიაზე, ქუჩის ხელოვნების როლზე სხვადასხვა ეპოქაში და სხვ. ვორქშოპის დასასრულს, სტუდენტებმა IBSU-ს კედელზე სტენსილები დახატეს.
IBSU-მ „ეზოს ღონისძიებების“ სეზონი გახსნა. გახსნის დღეს კამპუსში მოეწყო ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, წრეში ბურთის, კლასობანასა და ბადმინტონის სივრცეები. სპორტულ აქტივობებში სტუდენტებთან ერთად ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. “ეზოს ღონისძიებები” პარასკევობით გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “როგორ დავწეროთ ეფექტური რეზიუმე და როგორ ვმართოთ გასაუბრებები დამსაქმებელთან”.