- 100
- 0
კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის ორგანიზებით, Educare Georgias-ს თანადამფუძნებელმა რაზმიკ ბადალიანმა IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე “ვასწავლოთ ხელოვნურ ინტელექტს ქართული ენა”. მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს ხმოვანი პროგრამების შექმნის თავისებურებები და Common Voice-ის მუშაობის პრინციპი გააცნო, რომელიც ორიენტირებულია ქართული ენის STT (Speech-to-Text) პროგრამის შექმნაზე.
Movie Night ივენთის ფარგლებში, აზიის კულტურის კლუბმა IBSU Game room-ში ფილმის ჩვენება გამართა. გამოკითხვის შედეგად ორგანიზატორებმა არჩევანი შეაჩერეს ფილმზე “მატარებელი ბუსანში / Train in Busan” და სასიამოვნო საღამო გაატარეს.
𝐈𝐁𝐒𝐔-ს კარიერის განვითარეების სამსახურის ხელშეწყობით ორგანიზდება ტრენინგი „ხმები ძალადობის წინააღმდეგ“.ტრენინგი ხელს უწყობს გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების მიმართ ძალადობის შეჩერებას. სასწავლო პროგრამა შეიმუშავა გოგონა გაიდებისა და გოგონა სკაუტების მსოფლიო ასოციაციამ (WAGGGS) და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) 5-დან 25 წლამდე ჯგუფებისათვის. ⭕პროექტი მიმდინარეობს ორი წლის განმავლობაში თბილისში, რუსთავსა და გურიაში. პროექტში ჩართულია 12-16, 17-25 წლამდე
„ჟურნალისტიკა სკოლის მოსწავლეებისთვის“ პროექტის ფარგლებში, IBSU-მ თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაში ჩართულმა აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა მოსწავლეებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა. ლექციები ეხებოდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: პროფესია ჟურნალისტი, ინტერვიუს ხელოვნება, ადამიანის პირადი სივრცის პატივისცემა და სხვა ეთიკური დილემები ჟურნალისტიკურ საქმიანობაში, ფოტოგადაღების ხერხები, ფაქტების გადამოწმების მეთოდები და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისმა გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ინფორმაცია გაცვლით პროგრამებზე, საზაფხულო სკოლებზე, პარტნიორ უნივერსიტეტებზე და გაცვლითი მობილობის პროცესის შესახებ. ხოლო სტუდენტებმა, რომლებიც გაცვლითზე იმყოფებოდნენ, აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.