- 187
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ‘პროექტების მართვა’ ჩაატარა. უფასო ტრენინგზე მოსწავლეები გაეცნენ პროექტის დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე მეთოდებს. ტრენინგი მოიცავდა თეორიულ ნაწილს და მრავალფეროვან პრაქტიკულ სამუშაოებს. დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, IBSU-ს სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტებმა, ალექსანდრე ღიბრაძემ და ვერიკო სირიამ, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ‘იმიტირებული სასამართლო’ ჩაატარეს. უფასო ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა თავი გამოცადეს ადვოკატის, პროკურორისა და მოსამართლის როლში. ასევე, გაეცნენ სასამართლო პროცესის სტრუქტურას და გაიგეს მეტი თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სხდომა და როგორ უნდა მოიგო საქმე.
დასრულდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. მასში სულ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 117-მა მოსწავლემ. ოლიმპიადა გაიმართა 3 ასაკობრივ ჯგუფში: 5-8 კლასები (30 მოსწავლე), 9-10 კლასები (62 მოსწავლე) და 11-12 კლასები (25 მოსწავლე). იგი ჩატარდა მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით და მასზე საკმაოდ რთული ამოცანები იყო წარმოდგენილი. წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე (ცხრილებში
Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა პროფესორ ტომ შაალს, ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეკანს (WHZ). ვიზიტის ფარგლებში პროფესორი შაალი შეხვდა IBSU-ს მედიცინის სკოლის წარმომადგენლებს და ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. ამასთან, პროფესორმა შაალმა ჩაატარა სამეცნიერო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან თემაზე “ციფრული ტრანსფორმაცია გერმანიის ჯანდაცვის სისტემაში და დეზინფექციის ინოვაციური მეთოდები”.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) რექტორის მრჩეველმა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ცირამუამ 2025 წლის იანვარში, პრაღაში, ნიუტონის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულსა და ევროპის ანტრეპრენიორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო კვირეული 10-ზე მეტი ქვეყნის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს აერთიანებდა. კვირეულის მონაწილეები ჩართულები იყვნენ ისეთ ვორკშოპებში, როგორებიცაა ▪︎ როგორ უმკლავდებიან ევროპული ბიზნესსკოლები
23 თებერვალს, დილის 09:30-10:00 გაიმართება საცდელი ტური, სადაც შეძლებთ მოსინჯოთ სიტემაში შესვლა და მასთან ურთიერთობა. 10:00-15:00 გაიმართება ძირითადი ტური. საცდელ და ძირითად ტურებზე შესასვლელი ბმულები იხილეთ ქვემოთ: საცდელი ტური (09:30 – 10:00) http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=56 ძირითადი ტური (10:00 – 15:00) მე-8 კლასამდე: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=160 9-10 კლასები: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=161 11-12 კლასები: http://213.157.215.237/cgi-bin/new-client?contest_id=162 შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ C++ ენაზე ამოცანების ამოხსნის კოდის