- 25/02/2025
- By მარიკა
- In კარიერის დაგეგმვის სამსახური, სიახლეები
- 219
- 0
კარიერის დაგაგმვისა და განვითარების სამსახურის ინიციატივით, IBSU-ს სტუდენტებისთვის გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა თემაზე – “პირველი სამსახური – როგორ დავიწყოთ სწორად.” შეხვედრას უძღვებოდა Lemon Capital Consulting-ის დამფუძნებელი და ფსიქოლოგიის დოქტორი თამარ ტურაშვილი. სტუდენტები გაეცნენ დასაქმების ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და ასევე მიიღეს პროფესიონალური რჩევები პირველი გასაუბრებისთვის.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა და საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორმა ნიკა ჩიტაძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “მომავალი მსოფლიოს განვითარების პერსპექტივები 2025 და მომდევნო წლები.” პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით წარმოადგინა მოხსენება პანელზე – “ბრძოლა თავისუფალი და ღია საზღვაო სივრცისათვის,” სადაც მან თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შესახებ გამართულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი ირაკლი შამათავა და უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, მედიაციის აკრედიტებული ტრენერი, პროექტის ხელმძღვანელი გოგა კიკილაშვილი. შეხვედრაში მხარეებმა იმსჯელეს შესაბამისი სასწავლო კურსისა და პრაქტიკული სახელმძღვანელოს შინაარსის, ასევე – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების განვითარების
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ‘პროექტების მართვა’ ჩაატარა. უფასო ტრენინგზე მოსწავლეები გაეცნენ პროექტის დაგეგმვისა და მართვის თანამედროვე მეთოდებს. ტრენინგი მოიცავდა თეორიულ ნაწილს და მრავალფეროვან პრაქტიკულ სამუშაოებს. დასასრულს, მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, IBSU-ს სამართალმცოდნეობის მე-4 კურსის სტუდენტებმა, ალექსანდრე ღიბრაძემ და ვერიკო სირიამ, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ტრენინგი ‘იმიტირებული სასამართლო’ ჩაატარეს. უფასო ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებმა თავი გამოცადეს ადვოკატის, პროკურორისა და მოსამართლის როლში. ასევე, გაეცნენ სასამართლო პროცესის სტრუქტურას და გაიგეს მეტი თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სხდომა და როგორ უნდა მოიგო საქმე.
დასრულდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-12 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. მასში სულ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 117-მა მოსწავლემ. ოლიმპიადა გაიმართა 3 ასაკობრივ ჯგუფში: 5-8 კლასები (30 მოსწავლე), 9-10 კლასები (62 მოსწავლე) და 11-12 კლასები (25 მოსწავლე). იგი ჩატარდა მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით და მასზე საკმაოდ რთული ამოცანები იყო წარმოდგენილი. წინასწარი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე (ცხრილებში