- 328
- 0
ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “თეთრი სახლის დიასახლისები.” შიოშვილმა ვრცლად ისაუბრა ოთხი პირველი ლედის, აბიგაილ ადამსის, ელეანორ რუზველტის, ჟაკლინ კენედისა და ჰილარი კლინტონის როლზე ქალთა უფლებების ჭრილში.
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე “ქალები მართლმსაჯულებისთვის.” უზენაესი სასამართლოს წარმატებულმა მოსამართლე ქალებმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, თამარ ოქროპირიძემ, ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა სასამართლო სისტემაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.

IBSU-ს მარკეტერებმა და ყველასთვის საყვარელმა ციყვმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს.
IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კანცლერმა ექრემ დინდაროლმა უნივერსიტეტის ქალ თანამშრომლებს 3 და 8 მარტის დღესასწაულები მიულოცა და საჩუქრად ყვავილები გადასცა.