- 10/03/2023
- By მარიკა
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 145
- 0
IBSU-ში კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი გოგონების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტების მიერ აწყობილი უნიკალური თვალსაჩინოებები, მათ შორის ტურინგის მანქანა, X/O ხელსაწყო, ნახაზები, შენობების მინიატურული მაკეტები და ა.შ.
ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე “თეთრი სახლის დიასახლისები.” შიოშვილმა ვრცლად ისაუბრა ოთხი პირველი ლედის, აბიგაილ ადამსის, ელეანორ რუზველტის, ჟაკლინ კენედისა და ჰილარი კლინტონის როლზე ქალთა უფლებების ჭრილში.
IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე “ქალები მართლმსაჯულებისთვის.” უზენაესი სასამართლოს წარმატებულმა მოსამართლე ქალებმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, თამარ ოქროპირიძემ, ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა სასამართლო სისტემაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.