- 06/02/2023
- By მარიკა
- In განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 190
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენლებს საქართველოში Nexia TA -ს. ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის კოდექსების, ბუღალტრული და აუდიტური ფირმების ეთიკური პასუხისმგებლობის, ეთიკის თანამედროვე საკითხების და პროფესიონალი ბუღალტრებისთვის პროფესიის
IBSU-ს ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, თეა კბილცეცხლაშვილი, და ვიცე-რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, ნინო ჯოჯუა, IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე, რომელსაც სავალუტო ფონდის (სსფ) წარმომადგენელი, სელიმ ჩაქირი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ესწრებოდნენ, განიხილეს 2022-2023 წლებში საქართველოს ფინანსური შესაძლებლობები და გამოწვევები. თეა კბილცეცხლაშვილმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ IBSU-ან გაფორმებული მემორანდუმის
გაიცანით მიხეილ არაქელიანი, IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი, რომელიც გაცვლითი პროგრამის Global UGRAD-ს ფარგლებში მისურის უნივერსიტეტში სწავლობს. “მუდმივად ვცდილობ ჩემი სტუდენტობა უფრო მრავალფეროვანი გავხადო და დიდი გამოცდილება დავაგროვო. 2022 წლის იანვარში განაცხადი შევიტანე ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ გაცვლით პროგრამაზე და გავიმარჯვე. სრული დაფინანსებით ერთი სემესტრი ამერიკულ უნივერსიტეტში ვისწავლი. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნა, რომელიც მიზნად ისახავს წიგნიერების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. ამ დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ამონარიდები სხვადასხვა ცნობილი მწერლების შემოქმედებიდან, მათ შორის გიორგი ლეონიძის, გელა ჩარკვიანის, ნინო ხარატიშვილის, ლადო ასათიანის, ჯონ დოს პასოსის და ჟორჟ ნაველის წიგნებიდან. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში