- 154
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტერები და მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის უფროსი თამარ შოშიაშვილი ესტუმრნენ ახალციხის #1, #5, #6 და ვალეს #2 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ვიზიტის ფარგლებში IBSU-ს წარმომადგენლები შეხვდნენ აბიტურიენტებს და მიაწოდეს ინფორმაცია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე, მიღების წესებზე, დაფინანსების შესაძლებლობასა და გაცვლით პროგრამებზე. პროექტის ფარგლებში სტუდენტები და მარკეტერები განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლებში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა რამდენიმე ახალ უნივერსიტეტთან: Mediterranean Institute of Management 🇨🇾 Scuola Superiore per Mediatori Linguistici Vittoria 🇮🇹 STEKOM University 🇮🇩 The University of the Aegean 🇬🇷 Urgut branch of Samarkand State University 🇺🇿 Varna Free University 🇧🇬 Eurasia International University 🇦🇲 VUZF – University of Insurance and Finance 🇧🇬 University
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ‘ბიზნეს ანბანი’ ჩაატარა. მოსწავლეებმა ტრენინგზე გაეცნენ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებს, მათ შორის მარკეტინგს, მენეჯმენტს, ბუღალტერიას, ფინანსებს და ტურიზმს. ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის ‘ციფრული სკოლა’ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ერთკვირიანი უფასო ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში, X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობა, Web Development-ის მთავარი პროგრამირების ენები – HTML, CSS და 3D გრაფიკა – Blender. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.