- 261
- 0
აშშ-ს საელჩოს „ქართული მედია განათლების პროგრამის ფარგლებში“, ჩიკაგოს გაცვლითი პროგრამის მონაწილეებთან დასკვნითი შეხვედრა და მიღება გაიმართა. ამ პროექტის ფარგლებში, აშშ საელჩოს მხარდაჭერით ქართულ უნივერსიტეტებში ციფრული მედიაგანათლების დანერგვა ხდება. IBSU პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც 2 წლის წინ დანერგა „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა” ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის ანალოგიითა და პროგრამის დირექტორის პროფ. რიშელ როჯერსის რეკომენდაციებით. IBSU-ს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. დასაქმების ფორუმის მიზანია შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და საჯარო მმართველობის სკოლის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ბატონ ბესიკ მეურმიშვილის ხელმძღვანებლობით სტუდენტები გაეცნენ უახლეს კრიმინალისტიკურ ტექნიკას და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ცდებში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. IBSU-ს PR-ისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ შოშიაშვილმა, აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, გრანტები, შეღავათები და შეთავაზებები გააცნო. აბიტურიენტებს მიესალმა უნივერსიტეტის პრორექტორი ასოცირებული პროფესორი, დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი. მან მადლობა გადაუხადა აბიტურიენტებს დაინტერესებისთვის და იმედი გამოთქვა რომ დღევანდელი შეხვედრა მათ დაეხმარება, გააკეთონ სწორი არჩევანი უნივერსიტეტის შერჩევის დროს. ღია კარის
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი, მელიქ ალკანი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვებინარზე საერთაშორისო განათლების შესახებ სასაუბროდ იყო მიწვეული. სესიას ემი რეფაატი, კერძო სექტორის უფროსი სპეციალისტი, საერთაშორისო ფინანსურ თანამშრომლობაში, IFC, უძღვებოდა. მელიქ ალკანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველო წარმოადგინა ვებინარზე. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვთ, გახდნენ უფროკონკურენტუნარიანები დასაქმების დღის წესრიგის გათვალისწინებით. IFC-ის დასაქმების ვებინარები უმაღლეს განათლებაშუ მასწავლებლებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტების და ინოვაციების სამსახურის უფროსი, ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის NCP (RI) – ეროვნული საკონტაქტო პირი კვლევითი ინფრასტრუქტურების მიმართულებით, ამავე დროს ინსტიტუტ ტექინფორმის დირექტორის მოადგილე დოქ. მარინა რაზმაძე მონაწილეობდა ევროპული ღია სამეცნიერო ღრუბლის სიმპოზიუმში EOSC Symposium2022, რომელიც გაიმართა ქ. პრაღაში, ჩეხეთში. ღონისძიებაში მონაწილეობდა მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტი წარმომადგენელი ევროპის ისეთი წამყვანი ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა CERN, FAO, ELEXIR, OpenAIRE, RDA, EOSC Future Platform და სხვა.