- 280
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ,,აირჩიე პროფესია” ჩატარდა. ნეიროფსიქოლოგმა, ქეთევან ინასარიძემ, მოსწავლეებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: ,,როგორ ავირჩიოთ პროფესია?” უნივერსიტეტის მარკეტერი სტუდენტების დახმარებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეკეთებინათ სპეციალურიო ტექნიკა, რომელიც დაეხმარა მათ სასურველი პროფესიის შერჩევასა და იმ უნარებისა და კომპეტენციების გარკვევაში, რომელიც მათ შერჩეულ პროფესიაში სჭირდებათ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები წნორში „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელს ნანა ბაგალიშვილს, სასწავლო კურსის ფარგლებში შეხვდნენ. „ცოდნის კაფე“ სოციალური საწარმოა, რომლის მულტიფუნქციური საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა ახლა მიმდინარეობს კახეთში. სტუდენტებს ადგილზე ჩაუტარდათ პრაქტიკული ლექციები ვიდეო გადაღების შესახებ. IBSU-მ „მედია ცენტრის“ სახელით ბიბლიოთეკისთვის ნანა ბაგალიშვილს წიგნები გადასცა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ახლად ჩამოყალიბებული ინტელექტუალური თამაშების კლუბის “Effyia” ინიციატივით, ,,წიგნების თარო” გაიმართა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ჰოლიდეი ინნ-ში მონაწილეობა მიიღეს დასაქმების ფორუმში, როგორც ორგანიზაცია ,,ტურიზმი და რეალობა”-ს მოხალისეებმა. ფორუმის პარალელურად გაიმართა საინფორმაციო სესიები: ,,ხელმისაწვდომი დასაქმების პოლიტიკა, რა სურს დამსაქმებელს და რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს, ეფექტური სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს შედგენა”. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-მდე, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, კომპანია/ორგანიზაცია/Think Tank. აღნიშნული ა.შ.შ. მთავრობის გაცვლითი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნათია შუბითიძის მასტერკლასი ,,გზა იდეიდან სტარტაპამდე” გაიმართა. საჯარო ლექციის სპიკერი, ნათია შუბითიძე, IBSU-ს ფინანსების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულია. ნათია შუბითიძე არის სტარტაპ დრაივის გამარჯვებული: SOS auto მობილური აპლიკაცია შენი საგზაო დახმარებისთვის; მან კომპანია თეგეტასგან მიიღო 70 000 ლარიანი ინვესტიცია სტარტაპის წამოწყებისთვის. ლექციაზე სპიკერმა სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
ენების კლუბ Lingo Quest-ის აქტივობებში IBSU-ს საერთაშორისო სტუდენტებიც ჩაერთნენ. სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს საშუალება მიეცათ გამოფენის ტიპის მულტიკულტურულ ღონისძიებაზე გაცნობოდნენ ისეთი უცხო ქვეყნების კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს, როგორებიცაა ფიჯი, ეგვიპტე, თურქეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი. კლუბის წევრებმა მონაწილე სტუდენტები სამახსოვროდ ქართული, ტრადიციული, თემატურად საახალწლო სუვენირებითაც დააჯილდოვეს.