- 253
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მედიის კლუბის ინიციატივით საჯარო ლექცია ,,ჯავშანი” ჟურნალისტიკაში გაიმართა. საჯარო ლექციას წიგნის ,,ჯავშანი” ავტორი და ტელეკომპანია ,,მთავარის” ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი, წარუძღვა. ლექცია ინტერაქციული ხასიათის იყო, მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები სპიკერისათვის და მიეღოთ ინფორმაცია მისი პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. აქციაში სტუდენტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაერთნენ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საერთაშორისო კომპანია ,,დევექსპერტის” წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. კომპანიის მიზნებია საქართველოში გადაამზადოს კადრები, რისთვისაც თანამშრომლობას იწყებს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის პროგრამის მაგისტრანტებმა და ლექტორებმა ტექნოპარკში გამართულ საქართველოს ინტერნეტმმართველობის I ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმის მიზანია ინტერნეტსფეროს, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციის სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ჩართულობის წახალისება. იგი ევროპის საბჭოს, გაეროს, კომუნიკაციების კომისიისა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხოლო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაგდა მემანიშვილი და სტუდენტები დანიის კონსტრუქციული ინსტიტუტის დამფუძნებლის ულრიკ ჰააგერუპის ვიზიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „კონსტრუქციული ახალი ამბები“ იღებდნენ მონაწილეობას. კონფერენციის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნოს კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიდგომა, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე პრაქტიკაში იყენებს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მკვლევრები ბერლინისა და რომის უნივერსიტეტიდან ეწვივნენ. სტუმრებს შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანი, სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი ქეთევან ქოქრაშვილი და დეკანის მოადგილე ნონა ზუბიტაშვილი. შეხვედრაზე განიხილეს ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.