- 18/02/2025
- By მარიკა
- In სიახლეები, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა
- 311
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის ‘ციფრული სკოლა’ დახურვის ღონისძიება გაიმართა. ერთკვირიანი უფასო ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში, X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობა, Web Development-ის მთავარი პროგრამირების ენები – HTML, CSS და 3D გრაფიკა – Blender. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანმა, მარიამ რაზმაძემ პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და IBSU-ს ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
IBSU-ს კურსდამთავრებული გიორგი გელიაშვილი ფრანგულ-ამერიკულ უნივერსიტეტში The American College of The Mediterranean-ში ისწავლის. “მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ მოვიპოვე სრული დაფინანსება და ჩავირიცხე მაგისტრატურის საფეხურზე ფრანგულ-ამერიკულ უნივერსიტეტში The American College of the Mediterranean (ACM)-ში საერთაშორისო განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე. ამ პროგრამაზე სწავლით მომეცემა შესაძლებლობა, ვისწავლო ერთი სემესტრით ბარსელონაში, ესპანეთში, ხოლო შემდეგ ექს-ან-პროვანსში, საფრანგეთში და შევიძინო მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება განათლების სფეროში.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამომცემლობა “ინტელექტთან” ერთად გაიმართა შეხვედრა მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძესთან.