- 10/11/2025
- By მარიამ ღურწკაია
- In საერთაშორისო ურთიერთობები, სიახლეები
- 1136
- 0

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სანტარემის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. სანტარემის პოლიტექნიკური ინსტიტუტი მდებარეობს პორტუგალიაში და წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ცნობილია თავისი აკადემიური ხარისხით, პრაქტიკული სწავლების მიდგომითა და საერთაშორისო თანამშრომლობით. ინსტიტუტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ტურიზმი, ბუღალტერია და კომპიუტერული მეცნიერება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო და საორიენტაციო შეხვედრები გამართა. საორიენტაციო შეხვედრები გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით ჩატარდა, სადაც სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია განაცხადის პროცესზე, პარტნიორ უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას ახალ საფეხურზე აიყვანს. გარდა ამისა, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა მიმდინარე აკადემიურ წელს ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების საუნივერსიტეტო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პოზნანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პოზნანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (PUT) მდებარეობს ქალაქ პოზნანში, პოლონეთში, და წარმოადგენს წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ცნობილია აკადემიური სრულყოფილებისა და ინოვაციებისადმი ერთგულებით. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერება, არქიტექტურა, მენეჯმენტი და გარემოს დაცვის კვლევები.
IBSU-ში პირველკურსელის საზეიმო მიღების ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BMG აქვეყნებს. ვრცლად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრაციის უნივერსიტეტეს (WSPA) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. WSPA პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც გამოირჩევა პრაქტიკული სწავლების მიდგომით, საერთაშორისო თანამშრომლობითა და ინოვაციური სასწავლო მეთოდებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მენეჯმენტი, ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები.

გამოცხადდა ორმხრივი გაცვლითი პროგრამა ლოძის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, პოლონეთი. პროგრამა: ბაკალავრი: არქიტექტურა, კომპიუტერული მეცნიერებები; მაგისტრატურა: ბიზნესი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 06.11.2025 პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ელფოსტაზე: iro@ibsu.edu.ge
