• IBSU-ს სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო

    სასტუმროს მენეჯმენტის საგნის ფარგლებში, IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ბორჯომში, ლიკანსა და ცემში გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო. IBSU-ს სტუდენტებს საინტერესო ჰაუს ტურები ჩაუტარდათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში Borjomi Likani და ბუტიკ სასტუმროში Golden Tulip Borjomi. გასვლითი ლექცია-ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა ასევე მოინახულეს მთის კურორტი “განთიადი” ცემში, სადაც კურორტის გენერალურმა მენეჯერმა მათ საინტერესო გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე, ველნეს პრინციპებზე დაფუძნებული სასტუმრო

  • Devexperts-ის ტრენერმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

    Devexperts-ის ტრენერმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა

    Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე “ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით”. ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა ​სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

  • IBSU-ს პროექტი “პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ დაიწყო

    IBSU-ს პროექტი “პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ დაიწყო! კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს: არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი) არქიტექტურული ხაზვა არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები მაკეტის შექმნა (მოდელირება)    

  • IBSU-ს სტუდენტები დუშეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

    IBSU-ს სტუდენტები დუშეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

    საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტები, მარიამ ცუხიშვილი, მარიამ გულიაშვილი და ნინო ხუბიეროვი პროექტ – “IBSU მაღალმთიანი რეგიონებისთვის” ფარგლებში შეხვდნენ დუშეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრისას მათ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, დაფინანსების შესაძლებლობებსა და სტუდენტურ აქტივობებს.  

  • IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი “მომსახურების სტანდარტების” ტრენინგს დაესწრო ​

    IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი “მომსახურების სტანდარტების” ტრენინგს დაესწრო ​

    IBSU-ს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის ორგანიზებით, IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის შუაგულში “მომსახურების სტანდარტების” ტრენინგი ჩატარდა. გამოცდილმა ტრენერმა თეიმურაზ გოდერძიშვილმა IBSU-ს თანამშრომლებს მომსახურების თანამედროვე სტანდარტები და მათი პრაქტიკაში გამოყენების გზები გააცნო. ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა როგორც თანამედროვე სტანდარტების, ისე კორპორატიული ეთიკისა და გუნდურობის როლზე.

  • #ჩემიუნივერსიტეტი: გიორგი პაპაშვილი | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

    #ჩემიუნივერსიტეტი: გიორგი პაპაშვილი | საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

    გაიცანით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გიორგი პაპაშვილი რუბრიკაში #ჩემი უნივერსიტეტი „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მომავალი ტალანტების საბადო. IBSU არის ადგილი, სადაც შეგიძლია მუდამ განვითარებაზე იყო მოტივირებული და გქონდეს იმედი, რომ აქ იპოვი ადამიანებს, რომლებიც ამაში მხარს დაგიჭერენ.“

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES