- 233
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს დრეზდენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტ. მირიამ აკერმანი ესტუმრა. გერმანელმა პროფესორმა საჯარო ლექცია თემაზე: “Composing with computers and developments in music and technology” ჩაატარა. ღონისძიება ინტერაქციული ხასიათის იყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ ნებისმიერი სახის კითხვა და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა 2020 წელს დავამთავრე. ამჟამად ჰელსინკის უნივერსიტეტში ევროპული და ნორდიკული ქვეყნების კვლევებზე ვსწავლობ, კერძოდ მიმართულება ნორდიკული ქვეყნების პოლიტიკა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა სტიპენდიის მოპოვებაში და კვლავ მეხმარება აქ ლექციების მსვლელობის პროცესში.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსის: ,,სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი” ფარგლებში სიმულაცია ,,არომათერაპია” მოეწყო. მოწვეული ლექტორი- ციცი ჯანგიძე. სიმულაციის შემდეგ სტუდენტებმა იმსჯელეს არომათერაპიის როლსა და მნიშვნელობაზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ამერიკელი პროფესორი, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი რიშელ როჯერსი ესტუმრა. რიშელ როჯერსი შეხვდა შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორს, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანს, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს დალი ოსეფაშვილს და მაგისტრანტებს. შეხვედრაზე მან მასტერკლასი ჩაატარა ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა დეზინფორმაცია. ამერიკელმა პროფესორმა მაგისტრანტებს დიპ ფეიქების (ყალბი ვიდეო ამბების) გამოვლენის ხერხები გააცნო, ამერიკული
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ,,თავისუფლება თუ მშვიდობა?!”. საჯარო ლექციას დავით ტურაშვილი წარუძღვა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ დავით ტურაშვილის შემოქმედებას, ემსჯელათ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. ღონისძიება სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა.