- 316
- 0
6 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა შეხვდა პირველკურსელებს. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან. უნივერსიტეტის რექტორმა საფფეთ ბაირაქთუთანმა საერთაშორისო სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა მელიკ ალკანმა სტუდენტებს გააცნო საქართველო, ღირსშესანიშნავი ადგილები, უნივერსიტეტის მოკლე ისტორია და პროექტები, რომლებიც ხორციელდება უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. პუბლიკაცია ამის შესახებ იხ: www.interpressnews.ge
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როლანდ შავაძე 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. IBSU ულოცავს როლანდს ამ დიდ წარმატებას. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. პუბლიკაცია ამის შესახებ იხ: www.interpressnews.ge
ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის „მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმის შეხვედრა, სადაც დაფუძნდა ახალგაზრდული ინტერნეტ მმართველობის ფორუმიც. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფორუმის ერთ-ერთი წამყვანი თანადამფუძნებელი ქართული უნივერსიტეტია. შეხვედრას უნივერსიტეტის სახელით დაესწრო „ციფრული მედიისა და კომუნიკაციის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. დალი ოსეფაშვილი. ახალგაზრდული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი ციფრული ტექნოლოგიების სფეროში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიური წელი ღვაწლმოსილი პროფესორების დაჯილდოებით გაიხსნა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი დაესწრო და დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ღვაწლმოსილი პროფესორები, რომლებსაც