• ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს შეხვდა

    ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქეთევან ნანობაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი თამარ ქარაზანიშვილი შეხვდნენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს. როგორც,  ქეთევან ნანობაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები სისტემატურად იქნება თითოეული პროგრამის სტუდენტებთან, რადგან მათი ჩართულობა პროგრამის განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 23 ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ფუნქციონირებს.  

  • ამერიკელი პროფესორის ჯუდით ელიოტის სემინარი IBSU-ში

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი პროფესორის, ჯუდით ელიოტის სემინარი გაიმართა.  შეხვედრაზე ისაუბრეს თემაზე “რეფლექსია სადოქტორო კვლევის ჩატარების პროცესსა და პროცედურებზე”.  მომხსენებელი, ჯუდით ელიოტი, განათლების მეცნიერებების დოქტორია კოგნიტურ განვითარებასა და განათლების სოციალურ კვლევებში. სემინარს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესწრებოდა.

  • მარიამ გულბიანი- საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

    ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო.  ერასმუსის პრექტების შესახებ ინფორმაცია IBSU-ს სტუდენტებისგან გავიგე, ჩემი კურსელებისგან, მათი შთაბეჭდილებების შემდეგ დავინტერესდი და რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მოვიძიე, სოციალურ ქსელში ვიპოვე ორგანიზაცია „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“, რომელიც ეძებდა მოხალისეებს ლატვიის ახალგაზრდულ ცენტრში დასაქმებისათვის. გამომდინარე იქედან, რომ ვიყავი ძალიან დაინტერესებული და მოტივირებული, თან მეტი გამოცდილება და  სიახლე მჭირდებოდა, გადავწყვიტე მეც მიმეღო მონაწილეობა.

  • ვლადიმერ ყორღანაშვილი – საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი

    ლიდერობა არ არის მარტივი და თავის არსში ბევრ შრომას, სიმამაცეს და რისკს გულისხმობს. სწორედ გამოსავლის პოვნა, პრობლემების გადაწყვეტა, მოვლენების, გარემოსა და  ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა ეფექტური ლიდერობის აუცილებელი კომპონენტები. სანიმუშო და მისაბაძ პიროვნებად პოზიციონირება საქმიანობისა და ცხოვრების წესის ისე წარმართვას ნიშნავს, რომ თანამშრომლები, საზოგადოება და თვით მსოფლიოც კი უკეთესი გახდეს. ისწავლეთ როგორ გახდეთ უფრო წარმატებული ლიდერი,

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა Welcome Party ჩატარდა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა Welcome Party ჩატარდა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პირველკურსელი სტიპენდიატები, რომლებიც IBSU-ში სრულიად უფასოდ მიიღებენ განათლებას

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

    30 სექტემბერს, მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ენების კლუბ Lingo Quest-ის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქართველი მწერალი და მთარგმნელი – ანა კორძაია-სამადაშვილი ესტუმრა. საჯარო ლექციის ფარგლებში სტუმარმა საკუთარი გამოცდილება და ლიტერატურული თარგმნის ხელოვნება გაუზიარა აუდიტორიას. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES