- 04/10/2022
- By Guja
- In IBSU ბლოგი
- 122
- 0
ლიდერობა არ არის მარტივი და თავის არსში ბევრ შრომას, სიმამაცეს და რისკს გულისხმობს. სწორედ გამოსავლის პოვნა, პრობლემების გადაწყვეტა, მოვლენების, გარემოსა და ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა ეფექტური ლიდერობის აუცილებელი კომპონენტები. სანიმუშო და მისაბაძ პიროვნებად პოზიციონირება საქმიანობისა და ცხოვრების წესის ისე წარმართვას ნიშნავს, რომ თანამშრომლები, საზოგადოება და თვით მსოფლიოც კი უკეთესი გახდეს. ისწავლეთ როგორ გახდეთ უფრო წარმატებული ლიდერი,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა Welcome Party ჩატარდა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ პირველკურსელი სტიპენდიატები, რომლებიც IBSU-ში სრულიად უფასოდ მიიღებენ განათლებას
30 სექტემბერს, მთარგმნელთა და თარჯიმანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად ენების კლუბ Lingo Quest-ის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ქართველი მწერალი და მთარგმნელი – ანა კორძაია-სამადაშვილი ესტუმრა. საჯარო ლექციის ფარგლებში სტუმარმა საკუთარი გამოცდილება და ლიტერატურული თარგმნის ხელოვნება გაუზიარა აუდიტორიას. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მოწვევით შედგა შეხვედრა “Coursera”-ს წარმომადგენელთან ბ/ნ ენდი ფულთან. უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრობლები გაეცნენ “Campus Coursera” -ს შესაძლებლობებს და მისი ინტეგრირების საშუალებებს სწავლების პროცესში.
საქართველოს ფინტექ ასოციაციის ორგანიზებით 7-8-9 ოქტომბერს იმართება მასშტაბური ჰაკათონი ფინანსური ტექნოლოგიების დარგში. ჰაკათონის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილების და პროდუქტების შექმნა, ფინტექის პუპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა იმუშაონ რეალური პრობლემის გადაწყვეტაზე, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა ორგანიზაციას პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში, ახალი ტალანტების აღმოჩენასა და
იბსუს პირველკურსელთა საყურადღებოდ თუ ზრუნავ შენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სიამოვნებას განიჭებს საინტერესო ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება მაშინ ეს სიახლე შენთვისაა გელოდებით ორშაბათს 19 სექტემბერს , 14:00 საათიდან უნივერსიტეტის ღია სივრცეში ჩვენს სტენდთან , რადგან ბიზნეს ანბანის პროექტი იწყებს სტაჟიორების შერჩევის პროცესს. “Basics of Business” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროექტია, რომელიც მიზნად