
სტუდენტთა ტრადიციული ფოტოგამოფენა შედგა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეზოში 29 იანვარს. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა საგან „ფოტოჟურნალისტიკის“ ფარგლებში გადაღებული საუკეთესო ფოტოები გამოფინეს, საგნის ფარგლებში სტუდენტებმა მოაწყვეს ექსპედიცია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მოინახულეს დარიალის ხეობა, სოფელი სნო და გერგეტის სამება. ექსპედიციის დროს გადაღებული ფოტოების გარდა ინდივიდუალურად იმუშავეს თემატურ ფოტოპროექტებზეც, მათ შორის ურბანულ პეიზაჟებზე, პორტრეტებსა და ნატურმორტებზე. შერჩეულ სამ

- 30/01/2025
- By მარიკა
- In სიახლეები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) წარმომადგენლები, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინი ჩალაბაშვილი და მენეჯერი მედინა მამედოვა, დაესწრნენ ფრანკოფონიის სააგენტოს (AUF) ახლად დანიშნული რეგიონული დირექტორის, ლორ კასტინის მიღებას. IBSU და AUF თანამშრომლობენ 2019 წლიდან, რამაც გააძლიერა უნივერსიტეტის გლობალური ჩართულობა ფრანკოფონულ აკადემიურ საზოგადოებაში სხვადასხვა აკადემიური თუ ინსტიტუციური აქტივობების ხელშეწყობის კუთხით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ქართულენოვანმა სამწლიანმა საბაკალავრო პროგრამამ სრული აკრედიტაცია მიიღო.

2025 წლის 23 იანვარს პროექტმა “კომპიუტერული სოციალური მეცნიერებები განვითარებისათვის (CSS4D)” მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და ჰიბრიდულ ფორმატში გამართული დახურვის ღონისძიებით დასრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა აერთიანებდა პროექტის წევრებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, უცხოელ კონსულტანტებსა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რათა განხილულიყო პროექტის მიღწევები და პროგრესი, ასევე გამოწვევები, რომლებიც მისი განხორციელების პროცესში წარმოიშვა. CSS4D პროექტმა გარდამტეხი როლი ითამაშა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ტრენინგი ‘მოლაპარაკების ხელოვნება’ ჩაატარა. IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ლექტორმა, დავით ბრაგვაძემ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს გააცნო მოლაპარაკების უნარები, რეალურ მაგალითებზე დამყარებული სტრატეგიები და წარმატებული ლიდერების მიდგომები კონფლიქტების მოგვარების პროცესში. სალექციო ნაწილთან ერთად, პროექტის ფარგლებში გაიმართა კინოჩვენება-დისკუსია საერთაშორისო მოლაპარაკების თემაზე.

სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხუთ სტუდენტს, რომლებმაც ვაქცინაციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების შესახებ დახურულ კონკურსში გაიმარჯვეს. კონკურსი იყო ნაწილი დიდი პროექტისა, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ავსტრიის წითელი ჯვრის (AuRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მიერ დაფინანსდა და რომელსაც საქართველოსა და სომხეთში წითელი ჯვრის