- 326
- 0
დასრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის KA2-ის პროგრამის პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა“ (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units – HERD). შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოში მოქმედ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის წამყვანმა ადვოკატმა და მოწვეულმა ლექტორმა, გოგა კიკილაშვილმა მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი კვლევითი სტიპენდია. პოსტ-სადოქტორო კვლევის ფარგლებში, გოგა ხუთი თვით გაემგზავრება რეგენსბურგის უნივერსიტეტში და იმუშავებს თემაზე: “ინკვიზიციურობის პრინციპი ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტიანი კონტროლის საშუალება (გერმანულ-ქართული შედარებითი ანალიზი)”. კვლევის მიზანია
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა აზერ დილანჩიევმა 29 ივნისს ჩაატარა ვორქშოფი „მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის მომზადება და გამოქვეყნება ინდექსირებად ჟურნალებში“. ვორქშოფი ჩატარდა IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის და მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას სამეცნიერო ინდექსირებად ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილის შეფასებით, ამგვარი აქტივობა მნიშვნელოვანია
“საოცარი განცდაა, როცა მესამე კურსის ბოლოს ეიფელის კოშკის წინ ასეთ ფოტოს იღებ. სკოლის დასრულების შემდეგ, პანდემიამ საშუალება არ მომცა მქონოდა სოციალურად აქტიური ცხოვრება, ყველაფრის მიუხედავად, მოვახერხე და სისრულეში მოვიყვანე სანუკვარი მიზნები. პარიზი ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონებაა. აქ ცხოვრებამ და უმაღლესი განათლების მიღებამ კიდევ უფრო დიდი თავდაჯერებულობა შემმატა და მომამზადა უფრო დიდი ნაბიჯების გადასადგმელად. ნამდვილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ორგანიზებით, 2022 წლის 24 ივნისს, ახალგაზრდა მკვლევართა რიგით მე-5 საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა, მონაწილეობდნენ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები და მკვლევარები, როგორც საქართველოდან ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: ჩეხეთის რესპუბლიკიდან, პაკისტანიდან, თურქეთიდან და ერაყიდან. მთავარი მომხსენებელი გახლდათ,
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორებმა და კურსდამთავრებულებმა, უცხოელ პარტნიორებთან ერთად გამოსცეს წიგნი სახელწოდებით: “მსოფლიო პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევები” (World Politics and Challenges for International Security). 427-გვერდიანი წიგნი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის რედაქტორობითა და თანაავტორობით გამოიცა, რომლის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის უცხოელი ექსპერტები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები და მათთან ერთად ქართველი მკვლევრები, პროფესორ-მასწავლებლები