- 13/05/2022
- By Guja
- In სიახლეები, სტუდენტური ცხოვრება
- 264
- 0
2021-22 წლების საფეხბურთო ლიგა დასრულდა 16 აპრილს. მასში მონაწილეობას იღებდა 6 გუნდი. გაიმარჯვება მოიპოვა გუნდმა Fc Sokhumi.
თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორიგანიზაცია ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის” შორის. მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების სახით.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის უზრუნველყოფის კუთხით. HERD – ის წარმომადგენლებს მასპინძლობდა დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ევროპული პროექტების ცენტრი (EPC).
IBSU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში ტურისტული სოფელი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ტურისტული პროდუქტების გამოფენა – გაყიდვა, საჩვენებელი ტურისტული ლექცია/სიმულაცია და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის პროგრამის სტუდენტების მიერ ათვისებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა დამსწრე საზოგადოების წინაშე.

IBSU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ხვთისიაშვილმა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია “პროდუქტის როლი მარკეტინგში”. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა მარკეტინგის შესახებ საინტერესო ამბები და დაესვათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეკითხვები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბიზნეს ანბანის პროექტი/Basics of Business