- 06/06/2022
- By PR
- In სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა
- 554
- 0
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2022 წლის 4 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კერძო სამართლის სიმპოზიუმი. სიმპოზიუმს მოწვეულ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო სამართლებრივი საკითხები, როგორიც არის: მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემატიკა დელიქტიდან წარმოშობილ დავებში და სამედიცინო დელიქტების სამოქალაქო სამართლებრივი ასპექტები. შეხვედრას
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინის მხარდამჭერ კიდევ ერთ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთნენ – “გარბენი უკრაინისთვის”. პროექტში მონაწილეობდნენ – ზუკა ჭანტურია, ილჰამ თამაზოღლი, ვახტანგ მანია, ნიკო მელიქიძე და პასკალ მასარი. აგრეთვე, IBSU-ს კურსდამთავრებული გურამ ჯაჯანიძე. როგორც ცნობილია, გარბენში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1500-მა ადამიანმა, შეგროვებული თანხა კი სრულად მოხმარდება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს.
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, 2022 წლის 4 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კერძო სამართლის სიმპოზიუმი. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი სამოქალაქო სამართლებრივი საკითხები, როგორიც არის: მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემატიკა დელიქტიდან წარმოშობილ დავებში და სამედიცინო დელიქტების სამოქალაქო სამართლებრივი ასპექტები. შეხვედრას უძღვებოდნენ მოწვეული ტრენერები, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი და
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო დასაქმების და განათლების მასშტაბურ ფესტივალში, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის სტენდი და საინფორმაციო მასალები. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ IBSU-ს სასწავლო პროგრამებსა და იმ შეთავაზებებს, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს საზოგადოებას სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. დასაქმების ფესტივალი განხორციელდა HR hub–ის ორგანიზებით.
IBSU-ს კარიერული დაგეგმვის სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში სტუდენტური დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი ეწვია უნივერსიტეტს. ისინი ადგილზე შეხვდნენ სტუდენტებს, გააცნეს დასაქმების ბაზარზე არსებული გამოწვევები და წარუდგინეს კომპანიებში მიმდინარე ვაკანსიების პირობები. დასაქმების ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვის სამსახური მართავს სპეციალურად IBSU-ს სტუდენტებისთვის, რათა ხელი შეუწყოს მათი პროფესიული უნარების დახვეწასა და
IBSU გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! დღეს, ერთი დღით, IBSU-ს ეზო ჯადოსნურ სივრცედ გადაიქცა. სტუმრად გვეწვივნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლების შვილები, ბავშვები სამეზობლოდან, უკრაინიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები. სტუმრებს IBSU-ს თილისმამ (Mascot) ციყვმა და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს და დრო ძალზე მხიარულად გავატარეთ