• IBSU-მ ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამომცემლობამ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალში ტესტებისა და სასამართლო პრაქტიკის კრებული გამოსცა. დღეს  IBSU-ში კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული  შედგენილია ნინო ხარატის, ზურაბ აზნაურაშვილის, ნიკა ასვანუასა და თამარ დევდარიანის მიერ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით. კრებულის მიზანია, ადმინისტრაციული სამართლით დაინტერესებულ პირებს დაეხმაროს მიღებული თეორიული ცოდნის შეფასებასა და განმტკიცებაში. ტესტები შედგენილია მოქმედი ადმინისტრაციული

  • ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები IBSU-ს რექტორს შეხვდნენ

    ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს  წარმომადგენელი საქართველოში (AUF Géorgie) თამარ ღარიბაშვილი და  სააგენტოს ფრანგი სტაჟიორი საბრინა ფაგე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს საფფეთ ბაირაქთუთანს და უნივერსიტეტი  სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ფრანკოფონიის სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთის არსებული პროექტები, როგორც ლექტორებისთვის, აგრეთვე სტუდენტებისთვის. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოში მსოფლიოს 116 ქვეყნის 944 უნივერსიტეტია გაწევრიანებული. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

  • თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ალიშერ ნავოის სახელობის უზბეკური ენისა და ლიტერატურის ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

    თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ალიშერ ნავოის სახელობის უზბეკური ენისა და ლიტერატურის ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ალიშერ ნავოის სახელობის უზბეკური ენისა და ლიტერატურის ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, დოქტორი ნოზლია ნორმუროდოვა სტუმრობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბატონ რექტორთან  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

  • IBSU ერთადერთი ქართული კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ეგვიპტემ საერთაშორისო რეიტინგის უნივერსიტეტად დაასახელმა

    ეგვიპტის განათლების უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ საერთაშორისო რეიტინგის მქონე ქართულ უნივერსიტეტებს შორის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) ერთადერთი კერძო ქართული უნივერსიტეტია, რომლის გაცემულ დიპლომსაც ეგვიპტის განათლების სამინისტრო აღიარებს. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ეგვიპტის განათლების უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასულ ეგვიპტელ სტუდენტებს

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სორბონის და რიჟეკას უნივერსიტეტების პროფესორებს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა უმასპინძლა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორს, ჯუსტო ტრაინას და რიჟეკას უნივერსიტეტის მკვლევარს, ჯერემი ვალტონს. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უხოელ პროფესორებთან და განიხილავს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამჯამად, IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ავალიანისა და ასოცირებული პროფესორის, თამთა ცხოვრებაძის ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მიმართულებით.

  • კვერცხის დეკორაციის საღამო IBSU-ში

    კვერცხის დეკორაციის საღამო IBSU-ში

    ISI კლუბის ორგანიზირებით 21 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კვერცხის დეკორაციის საღამო. მოცემულ ღონისძიებაზე ქართველმა სტუდენტებმა გაუზიარეს ქართული ტრადიციები თავიანთ საერთაშორისო მეგობრებს. ISI კლუბი უსურვებს ყველას ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს!  

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES