- 29/05/2022
- By Guja
- In IBSU ბლოგი
- 146
- 0
გამარჯობა მე გიორგი პაპაშვილი ვარ, დავამთავრე თელავის ევროპული უმაღლესი სკოლა და ახლა შავი ზღვის უნივერსიტეტში ვსწავლობ „საჯარო ადმინისტრირებასა და სახელმწიფო მართვაზე“. ჩემი არჩევანი მოცემულ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე შევაჩერე, რადგან მიმაჩნია ჩვენი უნივერსიტეტი გვაძლევს შესაძლებლობას ერთის მხრივ ცოდნა იმ მიმართულებით გაიღრმაო, რისი ინტერესიც გაქვს და ასევე მოგცეს პლატფორმა პიროვნულად თუ პროფესიულად განვითარდე.
2022 წლის 25 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი აკბარ ტაშულოვი. დელაგაციის წევრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის ვიცე რექტორი დილშოტ უმაროვი, მაგისტრატურისა და დაუსწრებელი სწავლების დეკანი ათაბექ ბაბაჯანოვი, სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე დილდორა ბაზაროვა, სამოქალაქო საპროცესო კათედრის დოცენტი ფერუზა იბრატოვა. სტუმრებს უმასპინძლეს IBSU-ს რექტორმა დოქტ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა შვილებთან და სტუდენტებთან ერთად აღნიშნა. IBSU- ს თანამშრომლებმა და სტუდენტებმა დაასუფთავეს ქალაქის მერიის მიერ თბილისის ზღვის მიმდებარედ გამოყოფილი ტერიტორია და დარგეს ხეები. გარემოზე ზრუნვის შემდეგ ჩატარდა სახალისო სპორტული და გასართობი შეჯიბრებები და პიკნიკი. იგეგმება სტუდენტების პერიოდული გასვლები ხეების მოსარწყავად და მათ მოსავლელად.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი ბატონი აკბარ ტაშულოვი. დელაგაციის წევრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის ვიცე რექტორი დილშოტ უმაროვი, მაგისტრატურისა და დაუსწრებელი სწავლების დეკანი ათაბექ ბაბაჯანოვი, სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე დილდორა ბაზაროვა, სამოქალაქო საპროცესო კათედრის დოცენტი ფერუზა იბრატოვა. სტუმრებს უმასპინძლეს IBSU-ს რექტორმა დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანმა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის
“USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ბიზნეს ქეისების კონკურსში მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე, აგრეთვე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა იმუშაონ საქართველოში ოპერირებადი ბიზნეს კომპანიების მიერ შემუშავებული ბიზნეს ქეისებზე და შესთავაზონ მათ პრობლემის საუკეთესო გადაჭრის გზები. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 03 ივნისი, 2022. რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/Gxzk9NBfj5SrcgUe8 პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. დამატებითი
დაიწყო საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციისა (YATA Georgia) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მიერ ორგანიზებული პროექტი „შავი ზღვის რეგიონი: უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები”, რომლის ფარგლებში ჩატარდა ორი შეხვედრა. პროექტი გახსნა ბატონმა გიორგი სურმავამ, რომელიც გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე. იგი ასევე მოღვაწეობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში.