- 21/04/2022
- By Guja
- In სამეცნიერო სიახლეები, სიახლეები
- 463
- 0
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი (ფინანსები), ასოცირებული პროფესორი მაკა ბუღულაშვილი (მენეჯმენტი), ასოცირებული პროფესორი დავით ნიჟარაძე (მენეჯმენტი) და ნია თოდუა (მარკეტინგი) სამუშაო ვიზიტით ესტუმრებიან ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტს. საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში პროფესორები დაესწრებიან ვორქშოპებს და წაუკითხავენ ლექციებს მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს ამსტერდამში. მათ უმასპინძლებს ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
დასრულდა სტუდენტური პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“, რომელიც განკუთვნილი იყო IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის და შემუშავდა IBSU-ს არქიტექტურის პროგრამის მიერ. მისი მიზანი იყო არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობა. პროექტი მოსწავლეებს დაეხმარა დიზაინის საფეხურების კონცეფციიდან რეალიზაციამდე გაგებაში. პროექტის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს 6 კურსი, მათ შორის AutoCAD (ქართ. და ინგ.), დიზაინის საფუძვლები (ქართ), არქიტექტურული ხატვა (ინგ), ინტერიერის დიზაინი (ინგ)
15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე:”Que Vadis: The Russian Invasion of Ukraine”. პანელური დისკუსიის ფორმატში, რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და მის თანხმლებ პროცესებზე ისაუბრეს მოწვეულმა სპიკერებმა. დისკუსიის ფარგლებში მათ განიხილეს ზემოთხსენებული მოვლენის გეოპოლიტიკური იმპლიკაციები და უპასუხეს სტუდენტთა მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს.
უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. IBSU-ს თანამშრომლებმა თანხა შეაგროვეს, რომელიც უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება. დღეს თანამშრომლებს IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაურაქთუთანი შეხვდა, განიხილა ის ღონისძიებები, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად უნივერსიტეტმა განახორციელა და ისაუბრა იმ სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მომავალში ამ მიმართულებით კიდევ იგეგმება. რექტორმა მადლობა გადაუხადა აკადემიურ
15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა. მან ისაუბრა დაცული ტერიტორიების დღევანდელ სისტემაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და სტუდენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
15 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სეგედის უნივერსიტეტიდან სტუმრებს უმასპინძლა, დოქტორი ილდიკო პუსტაი-ვარგა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი და ბერტალან პუშტაი ასოცირებული პროფესორის თავჯდომარე, კომუნიკაციისა და მედიის კვლევების პროგრამის დირექტორი, ტურიზმისა და კვების BSc Erasmus + Staff-ის ფარგლებში. სტუმრები ტურიზმის პროგრამის კოორდინატორს, ეკა დევიძესა და ჟურნალისტიკის პროგრამის კოორდინატორს მაგდა მემანიშვილს შეხვდნენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს