• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სორბონის და რიჟეკას უნივერსიტეტების პროფესორებს უმასპინძლა

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, საფფეთ ბაირაქთუთანმა უმასპინძლა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორს, ჯუსტო ტრაინას და რიჟეკას უნივერსიტეტის მკვლევარს, ჯერემი ვალტონს. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უხოელ პროფესორებთან და განიხილავს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ამჯამად, IBSU-ს ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ავალიანისა და ასოცირებული პროფესორის, თამთა ცხოვრებაძის ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მიმართულებით.

  • კვერცხის დეკორაციის საღამო IBSU-ში

    კვერცხის დეკორაციის საღამო IBSU-ში

    ISI კლუბის ორგანიზირებით 21 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა კვერცხის დეკორაციის საღამო. მოცემულ ღონისძიებაზე ქართველმა სტუდენტებმა გაუზიარეს ქართული ტრადიციები თავიანთ საერთაშორისო მეგობრებს. ISI კლუბი უსურვებს ყველას ბედნიერ აღდგომის დღესასწაულს!  

  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი ამსტერდამში

    ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი დოქტორი თეა კბილცეცხლაშვილი (ფინანსები), ასოცირებული პროფესორი მაკა ბუღულაშვილი (მენეჯმენტი), ასოცირებული პროფესორი დავით ნიჟარაძე (მენეჯმენტი) და ნია თოდუა (მარკეტინგი) სამუშაო ვიზიტით ესტუმრებიან ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტს. საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში პროფესორები დაესწრებიან ვორქშოპებს და წაუკითხავენ ლექციებს მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტებს ამსტერდამში. მათ უმასპინძლებს ამსტერდამის მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ

  • სტუდენტური პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ დასრულდა

    დასრულდა სტუდენტური პროექტი „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“, რომელიც განკუთვნილი იყო IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის და შემუშავდა IBSU-ს არქიტექტურის პროგრამის მიერ. მისი მიზანი იყო არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობა. პროექტი  მოსწავლეებს დაეხმარა დიზაინის საფეხურების კონცეფციიდან რეალიზაციამდე გაგებაში. პროექტის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს   6 კურსი, მათ შორის AutoCAD (ქართ. და ინგ.), დიზაინის საფუძვლები (ქართ), არქიტექტურული ხატვა (ინგ), ინტერიერის დიზაინი (ინგ)

  • პანელური დისკუსია: “Que Vadis: The Russian Invasion of Ukraine”.

    15 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე:”Que Vadis: The Russian Invasion of Ukraine”. პანელური დისკუსიის ფორმატში, რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და მის თანხმლებ პროცესებზე ისაუბრეს მოწვეულმა სპიკერებმა. დისკუსიის ფარგლებში მათ განიხილეს ზემოთხსენებული მოვლენის გეოპოლიტიკური იმპლიკაციები და უპასუხეს სტუდენტთა მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს.  

  • IBSU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

    უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. IBSU-ს თანამშრომლებმა თანხა შეაგროვეს, რომელიც უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება. დღეს თანამშრომლებს IBSU-ს რექტორი საფფეთ ბაურაქთუთანი შეხვდა, განიხილა ის ღონისძიებები, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად უნივერსიტეტმა განახორციელა და ისაუბრა იმ სამომავლო პროექტებზე, რომლებიც მომავალში ამ მიმართულებით კიდევ იგეგმება. რექტორმა მადლობა გადაუხადა აკადემიურ

ONLINE APPOINTMENT

Book your appointment now and get $5 discount.

MAKE APPOINTMENT
LATEST POSTS
MOST VIEWED
TEXT WIDGET

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida vehicula dolor

ARCHIVES