- 25/03/2022
- By Guja
- In ბიზნესის სკოლა
- 138
- 0
კომპანია Headvice აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის, მარკეტინგის სპეციალისტისა და მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე. დაინტერესებულმა სტუდენტებმა გთხოვთ, რეზიუმეები გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: career@headvice.ge ბიზნეს ანალიტიკოსი მარკეტინგის სპეციალისტი მარკეტინგის კოორდინატორი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, განახლდა „ყავა პროფესორთან“ შეხვედრების ხანგრძლივი ტრადიცია. რუბრიკის პირველი სტუმარი გახლდათ რექტორი, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთან. ბ-ნი რექტორი სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, ისაუბრა უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად თემებზე, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, გაიხსენა საინტერესო ისტორიები და მოუსმინა სტუდენტების ინიციატივებს.
სტუდენტთა ინიციატივით, დღეს IBSU-ში სისხლის დონაციის კამპანია შედგა უკრაინის მხარდასაჭერად. კამპანიაში IBSU-ს სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობდნენ პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. IBSU მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის ორგანიზაციას ახალი ძალა საქართველოსთვის და სტუდენტურ საინიციატოვო ჯგუფს. ვიმედოვნებთ, მშვიდობა სულ მალე დაისადგურებს მსოფლიოში!
20 მარტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა NFT კონფერენცია,სადაც მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს NFT-ის შესახებ, აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კოლექციები და გაუზიარეს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,რომელიც უკავშირდება მათ სამომავლო გეგმებს. კონფერენციის დასკვნით ნაწილში სპიკერებმა დამსწრე აუდიტორიისთვის გაათამაშეს თავიანთი კოლექციებიდან რამდენიმე NFT: Elves Army- 2 item (ასევე კონფერენციის მიმდინარეობისას გაიყიდა ერთი აითემი) Programmer Loves – 2 item
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებმა, თინათინ ქიმბარიშვილმა და გოგა შავერდაშვილმა 1 თვიანი სტაჟირება გაიარეს რუსთავის მერიაში. პროექტი ,,მართე შენი ქალაქი” ითვალისწინებდა თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას (მათ შორის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების) და ქალაქის მართვაში სტუდენტთა ჩართულობას. პროგრამის დასრულებისას ქალაქის მერმა სტაჟიორებს დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
14-15 მარტს ჩატარდა ტრენინგი “ინტერაქტიური ონლაინ ლექცია” უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის. ტრენერი – უნივერსიტეტის პროფესორი, ქ-ნი ნათელა დოღონაძე. შეხვედრის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ონლაინ სწავლებისას არსებულ გამოწვევებსა და მათი გამკლავების შესაძლებლობებს, სტუდენტთა მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.