- 181
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა რამდენიმე ახალ პარტნიორ უნივერსიტეტთან: Humber Polytechnic PAR University of Applied Sciences Istinye University KHAZAR UNIVERSITY Metropolitan University Prague WSEI University
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური ორგანიზებით, კომპანია ‘ჯეპრას’ წარმომადგენლებმა ბიზნესის სკოლის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. სტუდენტები გაეცნენ კომპანიის საქმიანობას და შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მიეღოთ დასაქმების რეალური შეთავაზება.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (IBSU) ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა. ბულგარელი სტუმრები შეხვდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის დეკანს, მარიამ რაზმაძეს, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელს, გიორგი ცუცქირიძეს, ლექტორს გიორგი გაბუნიასა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნინი ჩალაბაშვილს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, აფილ. პროფესორი ირაკლი შამათავა ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას დაესწრო, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 23-25 აპრილს გაიმართა. კონფერენციის თემა “ELFA-ს 30 წელი: იურიდიული განათლება ტრადიციებსა და თანამედროვეობაში“ წარმოდგენილი იყო პანელური დისკუსიებითა და მოხსენებებით, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა იურიდიული განათლების განვითარების ტენდენციები ბოლო ოცდაათი
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას IBSU ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ. ვრცლად