- 02/03/2022
- By PR
- In სიახლეები, სტუდენტური ცხოვრება
- 268
- 0
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში, საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციის კლუბის – ISIC-ის ორგანიზებით გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა. შეხვედრის განმავლობაში სტუდენტები დაკავდნენ სხვადასხვა გართობითი სახის აქტივობებით. უცხოელებს ქართველ სტუდენტებთან დამეგობრების შესაძლებლობა მიეცათ.
დასრულდა საქართველოს მოსწავლეთა ზამთრის მე-9 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. მასში სულ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საოლიმპიადო წრეებში გაერთიანებულმა 117-მა მოსწავლემ. ოლიმპიადა გაიმართა 3 ასაკობრივ ჯგუფში: 5-8 კლასები (60 მოსწავლე), 9-10 კლასები (35 მოსწავლე) და 11-12 კლასები (22 მოსწავლე). იგი ჩატარდა მსოფლიო ოლიმპიადის ფორმატით, წარმოდგენილი იყო საკმაოდ რთული ამოცანები. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილებში, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ის
გაცნობებთ, რომ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-16 ნაკადს. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა სტაჟირების კონკრეტულ ნაკადში მონაწილეობის თაობაზე შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიუროს მიერ სტაჟირების რეგისტრაციის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვისა. სტაჟირებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს, რომელთაც განაცხადეს წერილობითი თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში
განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით IBSU-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ვორქშოფი: “SMART-ის გამოყენება სასწავლო პროცესში.” ვორქშოფი ჩაატარა IBSU-ს მოწვეულმა ლექტორმა, განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ნატო ფაჩუაშვილმა. ვორქშოფის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა SMART-ის პლატფორმის ფუნქციები და სწავლების პროცესში მისი გამოყენების გზები. SMART-ი MOODLE-ის პლატფორმაზე შექმნილი სისტემაა, რომელსაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლის პროცესის მართვისას იყენებს.
ზაჰა ქონსთრაქშენსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მიზნად ისახავს არქიტექტურის ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტების დატრენინგებას და მათ პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართვას. ასევე, ერთობლივი ტრენინგები იგეგმება ზაჰა ქონსთრაქშენის თანამშრომლებისთვისაც, არქიტექტურის სფეროში ცნობიერების ამაღლების მიზნით.
დასრულდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL V) მეოთხე მოდულის ტრენინგი თბილისისა და რუსთავის 6 სკოლის მასწავლებლებთან. პროექტის ფარგლებში, #IBSU პარტნიორობას უწევს პროექტ ჰარმონიის ფილიალს საქართველოში (PH International) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტთან ერთად. პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სწავლების ინტეგრირებული მეთოდების დანერგვას საქართველოს სკოლებში. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტს